"ყველასთან ფოტოები მაქვს, გამოჩენილ ხალხთან და ტურისტებთან, მაგრამ..." - რა ვიდეოს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"ყველასთან ფოტოები მაქვს, გამოჩენილ ხალხთან და ტურისტებთან, მაგრამ..." - რა ვიდეოს ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი?

სალომე ზურაბიშვილი თუშეთში,იმყოფებოდა. სოფელ დიკლოში ყოფნის დროს  პრეზიდენტმა 84 წლის მაშო ბებო მოინახულა, რომელმაც სამახსოვრო ფოტოს გადაღება სთხოვა.

"ყველასთან ფოტოები მაქვს, გამოჩენილ ხალხთან და ტურისტებთან, მაგრამ პრეზიდენთან არ მქონია", – ამბობს მაშო ბებო.

სალომე ზურაბიშვილი დაპირდა, რომ მასთან გადაღებულ ფოტოს აუცილებლად გაუგზავნიდა.

პრეზიდენტმა დიკლოში მოგზაურობის ფოტოები და ვიდეო  სოციალურ ქსელში  განათავსა.

წყარო