"ნა­ცებ­მა აი, ეს მო­ა­წყვეს ბა­თუმ­ში" - რა გამოხმაურება მოჰყვა, ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას - კვირის პალიტრა

"ნა­ცებ­მა აი, ეს მო­ა­წყვეს ბა­თუმ­ში" - რა გამოხმაურება მოჰყვა, ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას

ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს და ბულვარში აქცია გამართეს. როგორც პარტიაში განაცხადეს, ეს არის წინასაარჩევნო შეხვედრა მათ ამომრჩეველთან, რათა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარუდგინონ.

დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ვერ დაესწრო. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუბოდიშა. როგორც ცნობილია, დღეს ვაშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა.

აქციას ასეულობით ადამიანი ესწრებოდა, თუმცა როგოროც ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" წერს, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე იყვნენ წარმოდგენილი. კადრებში კარგად ჩანს, რომ არ იყო დაცული დისტანცია.

სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს ხალხმრავალი აქციის ფოტოებს და ორგანიზატორებს აკრიტიკებენ.

"სულ ვცდილობდი მეპოვა განსხვვება "ევროპულ საქართველოსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და მგონი ვიპოვე - ევსაქებს რაღაც პასუხოსმგებლობა მაინც ქონიათ. მათ ხვალ თბილისში დაგეგმილი აქცია ეპიდსიტუაციის გამო გააუქმეს, ხოლო ნაცებმა აი, ეს მოაწყვეს ბათუმში" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. იხილეთ სრულად