კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ახლობლების თქმით, მოზარდს თანმხლები დაავადებები არ აქვს - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ახლობლების თქმით, მოზარდს თანმხლები დაავადებები არ აქვს

15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ამ დრომდე სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

"მოზარდის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმედ" - აღნიშნა რატიანმა.

დამატებით კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკაში არ კეთდება.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, მოზარდის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა. ჩვენთან საუბარში ინფიცირებულის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ მოზარდს არანაირი თანმხლები დაავადებები არ აქვს.