"ყოფილა შემთხვევა, მორიგეობის დროს მედდებს გული წასვ­ლიათ, ზოგჯერ პაციენტებს თავად მოგვყავდა გონზე"
"ყოფილა შემთხვევა, მორიგეობის დროს მედდებს გული წასვ­ლიათ, ზოგჯერ პაციენტებს თავად მოგვყავდა გონზე"
"საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული კორონავირუსით დაავადებული 140-ზე მეტი კაცი მკურნალობს"

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში­ "კოვიდ-19"-ის მეორე ტალღას ებრძვიან.­ 24 ოქტომბრის მონაცემებით, დღე-ღამეში­ რეგ­იონში ინფიცირების 117 შემთხვევა­ დაფიქსირდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, დავირუსების შიშით ექიმები მორიგეობაზე­ უარს ამბობენ. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში დაინფიცირებულია­ 3 567 კაცი. აფხაზური მედიის ცნობით, მძიმე პაციენტებს შორის არიან ბავშვებიც. ოკუპი­რებული რეგიონიდან გადმოყვანილთა­ ნაწილი რუხის ცხელების ცენტრშია განთა­ვსებული. "კვირის პალიტრა" რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

"პირჯვარი გადავიწერე და ყინულივით
ცივ წყალში შევტოპე"


"ჩემთან ერთად მყოფ ქალს დაუდასტ­უ­­­რდა ვირუსი და ვინც მის გარემოცვაში­ იყო, ყველას დადებითი პასუხი მოუ­ვიდა. დაინფიცირებულთა შორის ხუთი აფხაზია,­ ორი - სომეხი. რამდენიმე სახლში მკურნალობდა, შედარებით მძიმე პაციენტებს კი ჯანმრთელობის პრობლემებზე­ მეტად ჰოსპიტლის პირობები აწუხებდათ - ექიმები თითქმის არ არიან, ვინმემ ყურა­დღება
რომ მოგვაქციოსო. ამიტომ მინდოდა ტესტი ქართულ მხარეს გამეკეთებინა, მაგრამ საბუთები წესრიგში არ მქონდა და სამჯერ­ ვცადე მდინარე ენგურით ფარულად­ გადმოსვლა. საიდანაც ადრე გადმოვდიოდი, იმ ადგილას წყალი ადიდებული იყო, სხვაგან რუსები დაძრწოდნენ ძაღლებით, კონტროლი მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც "ლილოს" ბაზრობიდან სოხუმში მომავალი ქალები დააკავეს "საზღვრის­ უკანონო კვეთის გამო" და სოხუმის იზოლატორში­ გადაიყვანეს... სამი დღე-ღამე ვიცდიდი ახლობლის­ დაკეტილ სახლში. წყალმა ცოტა რომ იკლო, პირჯვარი გადავიწერე და ყინულივით­ ცივ წყალში შევტოპე. მეორე დილით ტემპერ­ატ­ურის მატება ამას დავაბრალე, თუმცა ტესტმა დადებითი აჩვენა... იმდენი დამხვდა­ აფხაზეთიდან გადმოსული, არ ველოდი. სამწუხაროდ, ბევრის მდგომარეობა მძიმეა", - გვიყვება აფხაზეთიდან გადმოსული კოვიდინფიცირებული, რომელიც რუხის ცხელების ცენტრში მკურნალობს.

"ყოფილა შემთხვევა, მორიგეობის დროს მედდებს გული წასვ­ლიათ"


ინგა, 53 წლის, რუხის ცხელების ცენტრის პაციენტი: - არდადეგებზე დასავ­ლეთ საქართველოში, მშობლების სახლში­ წამოვედი. ვიფიქრე, ცოტას დავისვენებ, თან აქეთ შედარებით ცოტა შემთხვევაა-მეთქი. მესამე დღეს სიცხემ ამიწია და ყოველი შემთხვევისთვის დავრეკე "112"-ში­ და ტესტი­ მოვითხოვე. შინ მოხუცი, უსინათლო დედა მყავს და დის პატარა შვილიშვილები. დადებითი პასუხი მოვიდა, ოღონდ სიმპტომები­ უკვე აღარ მქონდა. მითხრეს, მსუბუქი ფორმით გაქვთ და შეგიძლიათ სახლში დარჩეთო. ნერვიულობის გამო წნევამ­ ამიწია, შინ დარჩენა ვეღარ გავბედე და რუხის კლინიკაში გადამიყვანეს. ახლა ჩემი ოჯახი 12-დღიან თვითიზოლაციაშია.

რამდენიმე დღის შემდეგ პალატაში შუახნის ქალი შემომიყვანეს, აფხაზი. ვუთხარი, ომამდე სოხუმში ვცხოვრობდი-მეთქი. თავიდან დაიძაბა, შემდეგ, პოლიტიკამ გაგვყოო, მითხრა. ყარაბაღის ომზე დარდობდა,­ დისშვილი აპირებს­ წასვლას და ვიცი, ჩემს შვილსაც აიყოლიებს, წებე­ლდაში სარეზერვო მომზადებას გადიან, რომ მოხალისეებად წავიდნენო... მერე, კარგად რომ გამიშინაურდა, მითხრა, აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" მიერ გავრცელებული რიცხვები მიახლოებითაც ვერ ასახავს რეგიონში კოვიდვითარებას, ყველა დაინფიცირებულია - მასწავლებლები, ბავშვები, ექიმები, მილიცია, ჯარი... გუდაუთის­ კოვიდჰოსპიტა­ლში ჩემი მამამთილი იწვა, ადლერი-სოხუმის­ ავტობუსის მძღოლია და დაინფიცირდა, რამდენიმე დღის წინ გამოწერეს. თურმე ექიმები იხვეწებოდნენ, ვინმე დაგვახმარეთ, რომ დღე-ღამეში 4 საათს­ მაინც გვეძინოსო. ექიმებს არაადამიანური შრომა უწევდათ, ყოფილა შემთხვევა, მორიგეობის დროს მედდებს გული წასვ­ლიათ, ზოგჯერ პაციენტებს თავად მოგვყავდა გონზეო. ჰოსპიტალს ჟანგბადის მიწოდების ცენტრალიზებული სისტემა არ გააჩნია, ამიტომ ექიმები დაათრევდნენ ჟანგბადით სავსე მძიმე ბალონს. თურმე ექიმები მორიგეობაზე უარს ამბობენ და თუ რამდენიმე თვეში რუსეთიდან დამხმარე ძალა არ ჩავიდა, ვითარება უფრო დამძიმდებაო.

P.S. ოპოზიცია ბჟანია-ანქვაბის გუნდს უმოქ­მედობაში ადანაშაულებს. ე.წ. ხელმძღვანელობას მოუწოდებენ რუსეთს დახმარება სთხოვოს,­ რადგან კოვიდვითარებ­ა უკონტროლოა. დაკეტილია სკოლა-ბაღები და სხვა საჯარო დაწესებულებები, თუმცა მოსახლეობას ისევ უჭირს პირბადის ტარება და ხალხმ­რავალ ადგილებში თავ­შეყრისგან თავის არიდება.­ მძიმე მდგომა­რე­ობაა ბანკებსა და საპენსიო ფონდებში, სადაც თურმე ზედახორაა - ხალხს ეშინია,­ რომ ფული არ შეხვდება... რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ანუამ რუს "კოლეგა" სერგეი შოიგუს სთხოვა აფხაზეთში 500 კაცზე გათვლილი საველე ჰოსპიტლის გახსნა, ბჟანიამ კი დამატებითი შეზღუდვები დააწესა. განუსაზღვრელი ვადით დაიხურა თეატრები, საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები... სახელმწიფო ორგანოებს დაავალეს სამსახურიდან გაათავისუფლონ და ხელფასი შეუნარჩუნონ 60 წელზე უფროსი ასაკის ყველა თანამშრომელს, იგივე რეკომენდაცია მიეცათ კომერციულ ორგანიზაციებსაც, რამაც მოსახლეობა გააღიზიანა, ჩათვალეს, რომ სამსახურს დაკარგავენ...

რას ამბობს ქართული მხარე


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული კორონავირუსით დაავადებული 140-ზე მეტი კაცი მკურნალობს: "ცხინვალის რეგიონიდან ერთეული შემთხვევებია, დანარჩენ პაციენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან ვიღებთ. უკვე რამდენიმე ასეულ პაციენტს ვუმკურნალეთ". ­თეა ახვლედიანი იმედოვნებს, რომ აფხაზეთის ე.წ. ლიდერების ინიციატივა დიალოგის გაღრმავების შესახებ შედეგზე ორიენტირებული იქნება.
ცნობისთვის: აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა გაიმართოს, როგორ ფორმატში, მნიშვნელობა არა აქვს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები