კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან 3 აჭარაში მკურნალობდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსით გარდაცვლილი 8 პაციენტიდან 3 აჭარაში მკურნალობდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, გარდაცვლილთაგან 3 პაციენტი აჭარიდანაა.

“ჯამში ქვეყანაში 136 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დაგვემატა 8 პაციენტი და აქედან, 3 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში”, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"