"უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი, რადგან გარეჯის საკითხზე საუბრით, გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება"
"უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი, რადგან გარეჯის საკითხზე საუბრით, გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება"
გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „ნილსის და გარეული ბატების მოგზაურობას“ შეადარა.

"ერთ შეკითხვას დაგისვამთ, სელმა ლაგერლოფი იცით ვინ არის?ძალიან ცნობილი საბავშვო მწერალია და დაწერილი აქვს „ნილსის და გარეული ბატების საოცარი თავგადასავალი". ამ თავგადასავალში არის
ერთი მომენტი - თაგვები აწუხებენ ქალაქს და ნილსმა იშოვა ჯადოსნური სალამური, უკრავს მასზე, უკან მიდის და თაგვები მოჰყვებიან. მთელ თაგვებს გაიყვანს, ეს დიდია, წყალში შევა და ამ თაგვებს გადაჩეხავს. მგონია, რომ რაღაც უხილავი ხელი, ჯადოსნური ხელი აქნევს ამ საკითხს, ვიღაც სალამურზე უკრავს და ეს თქვენ
ხართ, ჟურნალისტები. ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ამ სალამურის ხმაზე მოგყვებით. უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი, რადგან მინდა დაგარწმუნოთ, გარეჯის საკითხზე საუბრით გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება. გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები