აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე - კვირის პალიტრა

აჭარაში ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე

ხვალიდან, 19 სექტემბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

"ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"