დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რას ამბობენ ქართველი სპეციალისტები - კვირის პალიტრა

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რას ამბობენ ქართველი სპეციალისტები

ბოლო პერიოდში აქტიურდება მსჯელობა კორონავირუსის მიმდინარეობისა და ადამიანის სისხლის ჯგუფის ურთიერთმიმართების შესახებ. სულ უფრო ბევრი კვლევა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები გაცილებით იოლად გადაიტანენ ვირუსს, ვიდრე სხვა სისხლის ჯგუფის მქონე პაციენტები.

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ორი კვლევა, რომელთა მიხედვითაც, 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკი აქვთ, ასევე დაბალია იმის ალბათობაც, რომ ინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა დაუმძიმდეთ. ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში უფრო ნაკლებ დროს ატარებდნენ, ვიდრე II და IV ჯგუფის პაციენტები.

ამას გარდა, მათ ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფილტვების ვენტილაცია და უფრო იშვიათად ჰქონდათ თირკმელების უკმარისობაც. იტალიასა და ესპანეთში, ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 1-ლი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში ჟანგბადის მიწოდების საჭირობა 50 %-ით ნაკლებად იყო საჭირო სისხლის სხვა ჯგუფების მქონე პაციენტებთან შედარებით. კიდევ ერთმა ახალმა კვლევამ კი დაადგინა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს შეიძლება, კორონავირუსით ინფიცირების უფრო დაბალი რისკი ჰქონდეთ, ვიდრე სხვა ჯგუფის სისხლის მქონეებს. იხილეთ სრულად