"უკვე ვიცი, ხმას ვის მივცემ, მაგრამ ..."
"უკვე ვიცი, ხმას ვის მივცემ, მაგრამ ..."
"ჩემი დიდი სურვილია, საქართველოს სათავეში მოვიდეს ძალა, რომელიც ამ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს და სიღარიბიდან გამოიყვანს, კრიმინალს აღკვეთს და იმ ხარვეზებს გამოასწორებს, რომლებიც დღეს ყველა სფეროშია. რაც მთავარია, უშველის ქართულ კულტურას, რომელიც ჩემთვის და ყველა ხელოვანისთვის ძვირფასი და საფიცარია"

ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და საქართველო­ თითქოსდა გზაჯვარედინზე დგას. 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს და ქვეყანა იმ პოლიტიკურ ძალას მიანდოს, რომელსაც ყველ­აზე საიმედოდ მიიჩნევს და რომელიც ქვეყნის­ პრობლემებს მოაგვარებს...
სწორედ ამ საკითხზე ვთხოვეთ კომენტარი­ მსახიობ გია როინიშვილს:

- დღეს მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების დროა, თქვენ როგორ ხართ განწყობილი არჩევნების წინ?

- სამწუხაროდ, საქართველო, დიდი ხანია, ერთ წერტილზეა გაყინული და წინ ვერ მიდის ვერც ეკონომიკური, ვერც - სოციალური თვალსაზრისით.
მთელი საქართველო მაქვს შემოვლი­ლი და
კარგად ვიცი, რა ხდება­ სოფ­ლებში, დაბებსა და ქალაქებში.­ ყვე­ლგან დიდი გაჭირვებაა. ხალხს საჭმ­ლის ფული არა აქვს. დარგი არ არსებობს, სადაც პრობლემა არ არის, ამიტომ ცვლილებები აუცილებელია.

ყველაზე ცუდი იცით, რა არის? წინა ხელისუფლების დროს კარგი რაც იყო, ამ ხელისუფლებამ ისიც კი არ განავითარა, სამაგიეროდ, ცუდი რაც ჰქონდათ, ის ახლა ლამის კუბშია აყვანილი. არც კი ვიცი, რომელი მიმართულება დაგისახელოთ, სადაც შედარებით უკეთესი სიტუაციაა. ამას თითოეული ჩვენგანი ხედავს და გრძნობს. ყველას გვყავს მეგობრები და ნაცნობები, რომლებიც ამბობენ, კარგი იქნება ამ ხელისუფლებას თუ შევცვლითო, რასაკვირველია, არჩევნების გზით.

- თუმცა, მოსახლეობის ნაწილს არც "ნაციონალების" დაბრუნება სურს და არც - "ქართული ოცნების" სათავეში დარჩენა. თქვენ თუ ხედავთ საიმედო პოლიტიკურ ძალას?
- ამ არჩევნების შემდეგ ვერც ერთი ძალა ვერ მოვა სათავეში უმრავლესობით, შეიქმნება კოალიციუ­რი მთავრობა, რადგან ეს არჩევნები მრავა­ლპარტიულია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს პარტია,­ რომელიც სხვებს­ ურჩევნია.
რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", ის ახალი სახეებით დაბრუნდა პოლი­ტიკაში და თუ ვინმე მხარს დაუჭერს, რატომაც არა? რაც მთავარია, არჩევნებში სხვა პარტიებიც მონაწილეობენ და ერთპარტიული მმართველობა აღარ იქნება.

- არანაკლები პრობლემაა პანდემია, რომელმაც მოსახლეობის პრობლემები ერთიორად­ გაამწვავა, თქვენ როგორ შეგეხოთ ის?
- კორონავირუსმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ყველაზე დიდი დარტყმა­ მიაყენა, მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოში. მართალია, რეგულაციებს ვიცავ, მაგრამ შეკითხვები მაინც მაქვს:­ რესტორნებში თუ უშვებენ ხალხს, რატომ არ შეიძლება წესების დაცვით თეატრში ან საგამოფენო დარბაზებშიც შეუშვან?­ რატომ­ არ შეიძლება კულტურული ობიექტები გაიღოს? ზოგჯერ ზოგიერთი რეგულაცია ისეთი აუხსნელი და გაუგებარია, მეცინება.

- ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა შალვა­ ნათელაშვილმა თქვა, კორონავირუსი ხელისუფლებას ტუზივით დაეცაო. მართლა სათავისოდ იყენებს მთავრობა პანდემიით­ გამოწვეულ შიშს?
- კორონავირუსის გამო ატეხილ ისტერიას მთავრობა ადრეც კარგად იყენებდა­ და მომავალშიც გამოიყენებს, მით უმეტეს­ - საქართველოში და მით უმეტეს - ახლა, არჩევნების წინ. რასაკვირველია, კოვიდთან ხუმრობა არ შეიძლება, მაგრამ დამისახელეთ­ ერთი ვირუსული დაავადება,­ რომელიც საშიში არ არის. ადამიანებს,­ რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ონკოლოგიური ან სხვა საშიში დაავადება სჭირთ, ექიმები ყოველთვის აფრთხილებენ, რომ გაცივებასა და ვირუსებს მოერიდონ, რადგან დასუსტებულ ორგანიზმს ყველანაირი ვირუსის გადატანა უჭირს, თუმცა, ამის გამო არსებობაზე უარს ვერ ვიტყვით.

- ხომ შეიძლება ვირუსის შიშით ზოგიერთი არჩევნებზეც არ მივიდეს?
- ამიტომ მთავრობამ უნდა შექმნას სათანადო პირობები, რომ არჩევნებზე ყველა მივიდეს. თუ ასე მოხდება, თუ საარჩევნო უბნებზე წესრიგი და ნორმალური სიტუაცია იქნება, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

- დაბოლოს, არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა, თქვენ თუ გყავთ ამ არჩევნებში გამოკვეთილი სიმპათია ან ანტიპათია?
- უკვე ვიცი, ხმას ვის მივცემ, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვიტყვი. ჩემი დიდი სურვილია, საქართველოს სათავეში მოვიდეს ძალა, რომელიც ამ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს და სიღარიბიდან გამოიყვანს, კრიმინალს აღკვეთს და იმ ხარვეზებს გამოასწორებს, რომლებიც დღეს ყველა სფეროშია. რაც მთავარია, უშველის ქართულ კულტურას, რომელიც ჩემთვის და ყველა ხელოვანისთვის ძვირფასი და საფიცარია. მაღა­ლი დონის ხელოვნება ძლიერ ქვეყანაში იქმნება­ და მე მინდა, სწორედ ასეთ ძლიერ და წელგამართულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ირმა
24 ოქტომბერი 2020 00:00
ეს ისევ თავისი ოპერიდან არის?из своей оперы.
Tu
23 ოქტომბერი 2020 21:35
ნამდვილად მსახიობის კომენტარია -----მოსაზრებებიც-----
ქეთი
23 ოქტომბერი 2020 21:04
ვითომ ჩვენ არ ვიცით რა

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები