საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო