"ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და ფიქ­რობს, აბა, რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი­თო..." - რას წერს ინფექციონისტისოციალურ ქსელში?
19-10-2020
"ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და ფიქ­რობს, აბა, რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი­თო..." - რას წერს ინფექციონისტისოციალურ ქსელში?
ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"სულ მიკ­ვირს, რა­ტომ უყ­ვართ ჩვენ­თან ასე ძა­ლი­ან წამ­ლე­ბი, მათ შო­რის "გა­დას­ხმე­ბი". წლე­ბია ჭი­და­ო­ბა მაქვს პა­ცი­ენ­ტებ­თან, რომ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში გა­დას­ხმა არ ჭირ­დე­ბათ და ხში­რად მა­ინც არ მი­ჯე­რე­ბენ და ის­ხა­მენ და ის­ხა­მენ ვე­ნა­ში წყალს (ფაქ­ტი­უ­რად), იმის მა­გივ­რად, რომ ონ­კა­ნი მო­უშ­ვან და და­ლი­ონ. ყო­ველ დღე გა­დი­ან ჩემი ოთა­ხი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ წა­მა­ლი არ და­ვუ­ნიშ­ნე. ზოგი ამას პირ­და­პირ მე­კი­თხე­ბა გა­ო­ცე­ბუ­ლი, ზოგ­საც გა­მო­ხედ­ვა­ზე ვა­ტყობ
უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, წამ­ლის გა­რე­შე რომ ვუშ­ვებ. კი­დევ უფრო მე­ტად არ მო­წონთ ხოლ­მე, როცა ვკად­ნი­ერ­დე­ბი და სხვე­ბის და­ნიშ­ნულ წამ­ლებს ვუხ­სნი (არა­და, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რად სრუ­ლი­ად არა­სა­ჭი­რო წამ­ლე­ბია
და­ნიშ­ნუ­ლი).

ეს ახლა იმი­ტომ გა­მახ­სენ­და, რომ იგი­ვე ხდე­ბა კო­ვი­დის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც ახლა სახ­ლშია ამ დი­აგ­ნო­ზით, მი­რე­კავს და რჩე­ვებს მე­კი­თხე­ბა. ჰოდა, ახ­ლაც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი მრჩე­ბი­ან იმით, რომ წამ­ლებს არ ვუ­ნიშ­ნავ ან იშ­ვი­ა­თად ვუ­ნიშ­ნავ. ბევ­რი თა­ვი­სით იწყებს მკურ­ნა­ლო­ბას, მა­გა­ლი­თად, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნით და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, მათ გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვი­სი დრო და ჩვე­ნე­ბა აქვს და შე­იძ­ლე­ბა საქ­მე გა­კე­თე­ბის ნაც­ვლად გა­ვა­ფუ­ჭოთ.

თუმ­ცა ამ პა­ცი­ენ­ტებ­მაც რა ქნან, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სულ ეს­მო­დათ, რომ კო­რო­ნას და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ სუ­ლერ­თი იყო, რამე აწუ­ხებ­და ადა­მი­ანს თუ არა, მა­ინც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აწ­ვენ­დნენ და თავს იწო­ნებ­დნენ სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. რა წა­მა­ლი აღარ გაჟ­ღერ­და - პლაქ­ვე­ნი­ლი, კა­ლეტ­რა, რი­ბა­ვი­რი­ნი... ახლა რე­კონ­ვა­ლეს­ცენტ პლაზ­მა, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რემ­დე­სი­ვი­რი. კი ბა­ტო­ნო, უამ­რა­ვი წამ­ლის გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს და იმე­დია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ა­მარ­თლებს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი კეკ­ლუ­ცო­ბა იმ წამ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ჯერ მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტულ ფა­ზა­შია. თა­ვის დრო­ზე პლაქ­ვე­ნილ­ზე რამე კი­თხვას თუ დავ­სვამ­დით, თუნ­დაც მო­რი­დე­ბუ­ლად, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გვა­ცხა­დებ­დნენ. ახლა იგი­ვეა რემ­დე­სი­ვირ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ რა ქნან ამ პა­ცი­ენ­ტებ­მაც, მი­ეჩ­ვივ­ნენ, რომ რა­ღაც მქუ­ხა­რე და­სა­ხე­ლე­ბის წამ­ლე­ბი უნდა გა­გი­კეთ­დეს, თუ კო­ვი­დი გაქვს.

ახლა კი ვე­უბ­ნე­ბით, მხო­ლოდ წყა­ლი და სი­ცხის დამ­წე­ვე­ბი მი­ი­ღეო. და­იბ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ამ ხმა­უ­რი­ან პრე­პა­რა­ტებ­ზე დრო­ის და­კარ­გვის მა­გივ­რად ეს დრო რომ სხვა უფრო სა­სარ­გებ­ლო, მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე დაგ­ვე­ხარ­ჯა, ასე­ვე ბი­ნა­ზე მოვ­ლის რე­ჟიმ­ზე ნელ-ნელა და მშვი­დად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით, როცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იყო, ახლა ფორ­სმა­ჟორ­ში არ მოგ­ვი­წევ­და ამის გა­კე­თე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბიც მიჩ­ვე­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ იმ ფაქტს, რომ კო­ვი­დის დი­აგ­ნო­ზით სახ­ლშიც შე­გიძ­ლია დარ­ჩე და სა­ა­ვად­მყო­ფო და წამ­ლე­ბი უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ გჭირ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბა ან არ ჭირ­დე­ბათ, ან თუ ჭირ­დე­ბათ, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე და სი­ყო­ჩა­ღე­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ასე­თი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვართ ამ ეტაპ­ზე. თუმ­ცა ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­დოს­ნუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა (და­სა­ლე­ვად და არა ვე­ნა­ში) და მოძ­რა­ო­ბა. სი­ცხის დამ­წე­ვე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ახლა ვიცი, ბევ­რი გა­ღი­ზი­ან­დე­ბა და ფიქ­რობს, აბა, რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბი­თო. ყვე­ლას გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ უამ­რა­ვი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო პრობ­ლე­მე­ბია, მაგ­რამ აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი თვით­ნე­ბუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არის. გა­ვაგ­რძე­ლოთ მცდე­ლო­ბა ოჯა­ხის ექი­მებ­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის და და­ვუ­ჯე­როთ. და რაც მთა­ვა­რია, სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლია სიმ­შვი­დე!!! შფოთ­ვას და პა­ნი­კას სი­კე­თე არ მო­აქვს". (წყარო)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თვის კითხვადი სტატიები