"დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი მოსახლეობას მოუწოდებს
"დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი მოსახლეობას მოუწოდებს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის გამო პანიკას არ აყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

როგორც მან პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს, რომ პაციენტს აუცილებლად ჰოსპიტალზიაცია სჭირდება.

ლევან რატიანის თქმით, სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება"

"ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან, რაც სამყარო გაჩნდა სულ არსებობდა მაკრო და მიკრო
ორგანიზმებს შორის ბრძოლა, ამ ორგანიზმებს შორის ბრძოლაში ყოველთვის ადამიანი იმარჯვებდა. პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ.

ძალიან კ
არგად ვიცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება". დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომით აქვს ვირუსი გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში",-განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველაფერს აკეთებს.

"ქვეყანას და ჩვენს ჯანდაცვის სისტემას პულსი უდევს იმ თანამედროვე მედიცინაზე, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია", - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, შიში უნდა აღმოვფხვრათ, რადგან პანიკა კორონავირუსს არ სჭირდება.

"ოჯახის ექიმს უდევს ძირითადი პროტოკოლი, რის საფუძველზეც უწევს სამედიცინო მომსახურებას იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება. გავითვალისწინოთ, პანიკა ამ დაავადებას არ სჭირდება, შიში აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ, რომ ჩვენ და თქვენ ერთად გადავრჩეთ“,- განაცხადა რატიანმა


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები