"რომ არა პანდემია: ვერ შევიყვარებდი სოფელს..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ლალი მოროშკინა
"რომ არა პანდემია: ვერ შევიყვარებდი სოფელს..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ლალი მოროშკინა
პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ არა პანდემია სოფელს ვერ შეიყვარებდა:
"რომ არა პანდემია: ვერ შევიყვარებდი სოფელს,არ მექნებოდა სუფსის სახლი გურიაში, არ ავავსებდი ამ სახლს ჩემი მეგობრების სიყვარულით...
და მერე რა, რომ ხანდახან სახურავი წვეთავს,ხან წყლის "მატორის ტვინი" ურევს, ხან ჩემი...სურათს ისე ვკიდებ,რომ ძველი სახლის ნაპრალი დავმალო,
და იქვე წინა მეპატრონის დანატოვარ ხატთან, თაფლის სანთელი დავუნთო ამ კოხტა სახლის პირველმოსახლეს...

გარეთ კი ისეთი სიყვარულია...ძაღლი, რომელსაც გურული პრონანსის გამო მეგონა
ჯულბარ სი ერქვა, არადა ნოდარი ყოფილა...
ფისოების მოკრუტუნე ჯარი, ვერცხლისებრი ევკალიპტის და ქაცვის თავბრუდამხვევი სურნელი...
ეს ყველაფერი თანხობრივად,ბევრი თგვენგანის ერთი ზაფხულის დასვენების ტოლფასია...
მე ღმერთის ქვეშ დავდივარ და მჯერა, რომ ისეთ განსაცდელს არ გამომიგზავნის, რომელსაც ვერ მოვერევი.
გამარჯობა მადლიანო ქართულო სოფელო და 3 კილომეტრში შავო, ხავერდოვანო ზღვაო!
P.S. ჩემო მეგობრებო,ალბათ იცანით თქვენი საჩუქრები? " - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.







20 ოქტომბერი 2020 23:44
პრონანსი
დალი
20 ოქტომბერი 2020 13:45
სადაც წახვალ ყველგამ ბედნიერი იყავი. ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ. პირველი:იმიტომ რომ სამართლიანი ხარ.მეორე: ცხოველები რომ გიყვარს. 3 ლამაზი ხარ სულიერადაც და ფიზიკრადაც. შენთვის უცნობი ასევე ლამაზი ქალი გწერ
nia
20 ოქტომბერი 2020 12:19
ჰაიი ლალი!!! ლამაზად მოგიწყვია ყველაფერი......და ეს ფისოები ყველაზე ზალიან მომეწონა, ალბათ სოფელში მაგათ უფრო უხარიატ ყოფნა...... ნეტა ჩემი ეზოს კნუტიც მანდ იყოს ახლა........აქ ზის ,,გარაჟის'' თავზე და გადაჰყურებს მანქანებს გიჟებივით რომ შემოვარდებიან ხოლმე ჩვენ ვიწრო ქუჩაზე...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები