ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, უკვე მოკვლეულია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

ამასთან, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

"ინტერპრესნიუსი"