ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე
ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე
2011 წლის 27 სექ­ტემ­ბერს, ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, მად­რიდ­ში გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნელ-გრუ­ზინ­სკი და­ი­ბა­და. მა­შინ მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ გი­ორ­გის და­ბა­დე­ბით სა­მუ­და­მოდ შე­იკვრე­ბო­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა ორი შტო - გრუ­ზინ­სკე­ბი და მუხ­რა­ნე­ლე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა ბაგ­რა­ტი­ონ გრუ­ზინ­სკი­სა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის ქორ­წი­ნე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს და­ლოც­ვი­თა და თან­ხმო­ბით მოხ­და, წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე აი­რია. ყვი­თე­ლი პრე­სა აჭ­რელ­და სა­თა­უ­რე­ბით, სა­დაც და­ვი­თი­სა და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე მოგ­ვი­თხრობ­დნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი,
და­ვი­თი ანა­ზე ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლა­დობ­და, რა­მაც ქალი სა­ბო­ლო­ოდ გა­ხა­და იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ნე­ბა სა­უ­კუ­ნის გან­ქორ­წი­ნე­ბით შე­ეც­ვა­ლა.

ანა და და­ვი­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­დნენ, თუმ­ცა მათ შო­რის ქო­ნებ­რი­ვი დავა დღემ­დე სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და პე­რი­ო­დუ­ლად მე­დია მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ მათი ად­ვო­კა­ტე­ბის­გან იგებს.


ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ეს­პა­ნეთ­ში, მა­მის მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში
ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე ანა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვეტ­და ქმარ­თან და­შო­რე­ბას. ანას ცხოვ­რე­ბა არც მა­ნამ­დე ყო­ფი­ლა სა­ჯა­რო, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, უფრო ჩა­ი­კე­ტა.

და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი კი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. მას ყალ­ბი ორ­დე­ნე­ბის გა­ცე­მა­შიც კი სდებ­დნენ ბრალს. თუმ­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა და ძი­რი­თა­დად დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცხე­თის აგა­რაკ­ზე ატა­რებს, სა­დაც სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ანას და და­ვი­თის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ უნდა ეცხოვ­რათ. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები