ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე - კვირის პალიტრა

ბატონიშვილი გიორგი უკვე 9 წლისაა - სად აღნიშნეს ბაგრატიონებმა მისი დაბადების დღე

2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მადრიდში გიორგი ბაგრატიონ მუხრანელ-გრუზინსკი დაიბადა. მაშინ მონარქიის აღდგენის იდეით შეპყრობილი ქართველები იმედოვნებდნენ, რომ გიორგის დაბადებით სამუდამოდ შეიკვრებოდა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები.

მიუხედავად იმისა, რომ ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის ქორწინება საპატრიარქოს დალოცვითა და თანხმობით მოხდა, წყვილს შორის ურთიერთობა ბავშვის დაბადებიდან ძალიან მალე აირია. ყვითელი პრესა აჭრელდა სათაურებით, სადაც დავითისა და შორენა ბეგაშვილის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობდნენ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დავითი ანაზე ფიზიკურადაც ძალადობდა, რამაც ქალი საბოლოოდ გახადა იძულებული, რომ საუკუნის ქორწინება საუკუნის განქორწინებით შეეცვალა.

ანა და დავითი ოფიციალურად დაშორდნენ, თუმცა მათ შორის ქონებრივი დავა დღემდე სასამართლოში მიმდინარეობს და პერიოდულად მედია მოვლენების განვითარების შესახებ მათი ადვოკატებისგან იგებს.

ახალდაბადებული გიორგი გარკვეული პერიოდი ესპანეთში, მამის მეორე სამშობლოში ცხოვრობდა, ვიდრე ანა საბოლოოდ გადაწყვეტდა ქმართან დაშორებას. ანას ცხოვრება არც მანამდე ყოფილა საჯარო, თუმცა წარუმატებელი მეორე ქორწინების შემდეგ, უფრო ჩაიკეტა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი განქორწინების შემდეგ არაერთხელ გაეხვა სკანდალში. მას ყალბი ორდენების გაცემაშიც კი სდებდნენ ბრალს. თუმცა ბაგრატიონების შთამომავალმა ესპანეთში ცხოვრებაზე უარი თქვა და ძირითადად დროს საქართველოში, მცხეთის აგარაკზე ატარებს, სადაც საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ანას და დავითის ქორწინების შემდეგ უნდა ეცხოვრათ. იხილეთ სრულად