"მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს" - კვირის პალიტრა

"მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს"

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მოძღვრები გააფრთხილეს, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქვით, ეკლესიებში წირვის ჩატარებასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის და მოვლენები სიტუაციის შესაბამისად განვითარდება.

"მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს მიაქციონ ყურადღება, დაიცვან დისტანცია და ნიღბები ეკეთოთ. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით, სიტუაციის მიხედვით, მერე შევხედოთ რა იქნება", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.