ვინ არიან ГРУ-ს ოფიცრები, რომლებსაც საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის აშშ-მ ბრალი წაუყენა - კვირის პალიტრა

ვინ არიან ГРУ-ს ოფიცრები, რომლებსაც საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის აშშ-მ ბრალი წაუყენა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა. დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს "გრუს“ ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები -KillDisk-ი და Industroyer-ი გამოიყენეს.

ანგარიშის მიხედვით, რუს ოფიცრებს ბრალად ედებათ 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა, თავდასხმა ქართულ ვებ-გვერდებზე, უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, საფრანგეთის 2017 წლის არჩევნებისთვის ხელის შეშლა და 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შეფერხება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჰაკერებმა 2018 წელს შეტევა მოაწყვეს საქართველოს ერთ-ერთი მედიაკომპანიის წინააღმდეგ.

ვინ არიან საქართველოს წინააღმდეგ ჰაკერულ შეტევაში ბრალდებულები და რა ვიცით მათ შესახებ?

დოკუმენტში ექვსივე ჰაკერის ვინაობაა ნახსენები, თუმცა ჩვენთვის საყურადღებოა მათგან "გრუ"-ს ის ორი ოფიცერი, რომლებმაც კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ მოაწყვეს. ესენი არიან ანატოლი კოვალიოვი და არტიომ ოჩიჩენკო.

ჰაკერების ფოტოები და მათ შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფედერალური ბიუროს (FBI) ძებნილთა ნუსხაშიცაა შეტანილი.

FBI-ის ძებნილთა სიაში ანატოლი კოვალიოვის შესახებ წერია, რომ ის 1992 წლის 2 აგვისტოს, რუსეთშია დაბადებული და "გრუ“-ს ოფიცერია. ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ის მოსკოვში ცხოვრობს.

რაც შეეხება არტიომ ოჩინენკოს, ისიც 1992 წელს რუსეთშია დაბადებული და "გრუ"-ში ანატოლ კოვალიოვის მსგავსი პოზიცია უკავია. იხილეთ სრულად