"თუ სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და, მა­შინ ჩემი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო" - მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდგინდა? - კვირის პალიტრა

"თუ სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და, მა­შინ ჩემი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო" - მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდგინდა?

მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მან "ფეისბუქზე" გაავრცელა.

ambebi.ge მომღერალს დაუკავშირდა:

- კი, ნამდვილად ასეა, ვარ კოვიდდადებითი, მაგრამ ვერ დავადგინე, კოვიდინფიცირებულთან ვისთან მქონდა კონტაქტი. მოკლედ, ვერაფრით აღვიდგინე, ვისგან შეიძლებოდა გადამდებოდა. ყველა იმ ადამიანთან დავრეკე, ვისთანაც ბოლო 10 დღის განმავლობაში მქონდა შეხება, მაგრამ მათგან ვირუსი არავის აქვს...

- როგორი სიმპტომებით დაგეწყო ვირუსი?

- თითქოს შემამცივნასავით, ტემპერატურა 37.2 მქონდა. ეს იყო კვირა დღე, 18 ოქტომბერი. ყველა ამაზე რომ ლაპარაკობდა, მეც შევშინდი, წავედი, ტესტი გავიკეთე... 24 საათზე კიდევ უფრო მეტი დრო გავიდა, პასუხს დააგვიანდა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდდადებითი ვარ. ახლა რაიმე განსაკუთრებული სიმპტომი არ მაქვს. გაციებული რომ ვარ ხოლმე, ისე ვგრძნობ თავს, ცოტა სუსტად, უკვე მესამე დღეა, ასე ვარ.

- სახლში ხარ?

- კი. ახლა ბავშვების და მეუღლის ტესტის პასუხებს ველოდებით. ბავშვებს არაფერი აწუხებს, არც - მეუღლეს...

- სახლში ყველანი ერთად ხართ?

- კი, ბავშვებს სხვა ოთახში სძინავთ, მე ცაკლე ვარ. პირბადით ვმოძრაობ.

- ოჯახის ექიმისგან რა მითითება მიიღე?

- ბევრი სითხე უნდა დავლიო და მდგომარეობას დავაკვირდე. თუ სიტუაცია გაუარესდა, მაშინ ჩემი კლინიკაში გადაყვანა გახდება საჭირო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას ავცდები და სახლში მოვიხდი ამ ყველაფერს. ისე, ჩემი მეუღლე ექიმია და ძალიან მამშვიდებს. მთავარია, ვაკონტროლოთ სიტუაცია და პანიკას არ ავყვეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობით შევხვდებით, შფოთვა არ ვარგა. მარტივად უნდა მიიღო და მარტივად გაუშვა. იხილეთ სრულად