საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 172 ადამიანი გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.