"ბილაინმა" პირველი პორტირებული კომპანიები დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

"ბილაინმა" პირველი პორტირებული კომპანიები დააჯილდოვა

სამახსოვრო პრიზებს შორის "ბილაინის" ოქროს ნომრებიც იყო

ცოტა ხნის წინ, მობილურმა ოპერატორმა "ბილაინმა" ის ხუთი კომპანია დააჯილდოვა, რომლებმაც პირველებმა ისარგებლებს პორტირების სერვისით და არჩევანი "ბილაინის" სასარგებლოდ გააკეთეს. კორპორატიულმა კლიენტებმა, რომლებიც ახლა უკვე "ბილაინის" მომსახურებით სარგებლობენ, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში შეძლეს ნომრის შეუცვლელად "ბილაინის" ქსელში ჩართვა. შესაბამისად, ახლა ისინი უკვე სარგებლობენ ყველა იმ სერვისითა და შეთავაზებით, რასაც მობილური ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს.

"ბილაინმა" პორტირებული კომპანიის წარმომადგენლებს სამახსოვრო პრიზები გადასცა, მათ შორის "ოქროს ნომრები". იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც პირველებმა ისარგებლეს პორტირების სერვისით და "ბილაინის" ქსელში ჩაერთვნენ, ასე გამოიყურება: "სამკურნალო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი", "ტელ ინდასტრი ჯორჯია", "ნონეიმ სტუდიო", "თბილლითონნაწარმი" და "იაა მოტორსი."

შეგახსენებთ, რომ ნომრის პორტაციის სერვისი საქართველოში მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან მოქმედებს. ნებისმიერ მსურველს, ნომრის შეუცვლელად შეუძლია გახდეს მისთვის სასურველი ქსელის აბონენტი. პირველ ეტაპზე პორტირებისთვის საჭირო მაქსიმალური ვადაა ორი კვირა.

თეონა ბაღდავაძე (კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): “როგორც თქვენთვის არის ცნობილი, მობილური ნომრის პორტირების სერვისი უკვე თითქმის ერთი თვეა მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში ათობით კორპორატიულმა კლიენტმა მოგვმართა ჩვენს ქსელში ნომრის პორტირების თხოვნით. პორტირება შეუძლია როგორც მთლიანად კომპანიას, ასევე თითოეულ თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს. თუ გავითვალისწინებით იმას, რომ "ბილაინის" კორპორატიული კლიენტების რიცხვი მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა, "ბილაინი" ნამდვილად საუკეთესო პირობებს სთავაზობს ყველა ჩვენს პარტნიორ კომპანიას.

დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველა არსებული, ახალი თუ პორტირებული აბონენტის განწყობა "ბილაინის" მიმართ".

ირაკლი დათეშიძე (რადიო "აფხაზეთის ხმის" აღმასრულებელი დირექტორი): "გაცილებით დაბალი ტარიფები აქვთ, კარგი ხარისხი და გადავწყვიტეთ, "ბილაინის" ქსელში გადმოვსულიყავით და იგივე ნომრები შეგვენარჩუნებინა, რითაც აქამდე ვსარგებლობდით."

ირაკლი კუხიანიძე (შპს "იაა მოტორსის" დირექტორი): "ტარიფები აქვთ ბევრად უკეთესი და მაღალი ხარისხი, მომსახურებაში კი ბევრი პლუსი სხვა მობილურ ოპერატორებთან შედარებით, ამიტომაც არჩევანი "ბილაინის" სასარგებლოდ გავაკეთეთ. მაგალითად, როუმინგის სერვისი აქ ბევრად მარტივია, ვიდრე სხვა მობილურ ოპერატორებს აქვთ.

მთლიანად ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება პორტირებით გვესარგებლა, რა თქმა უნდა თანამშრომლებთან შეთანხმებით. ქსელიდან ქსელში გადასვლაც ძალიან მარტივად მოხდა, ფორმალური საკითხების მოგვარებას მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდა, ტელეფონი კი სულ რაღაც ორი საათით გაითიშა და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად "ბილაინის" ქსელში აღმოვჩნდით ჩართული. არც ველოდით, რომ ამ არჩევანისთვის კომპანია "ბილაინი" ასე დაგვაჯილდოებდა."

ლაშა ბიბილური (კომპანია "ტელ ინდასტრი ჯორჯიას" ტექნიკური დირექტორი): "არ მინდოდა ჩემი ნომრის შეცვლა, რადგან უკვე წლებია ეს ნომერი მაქვს და ბევრმა ადამიანმა იცის. პორტირებამ კი ნომრის შეუცვლელად არჩევანის შესაძლებლობა მოგვცა. "ბილაინს" ყველაზე მიმზიდველი ტარიფები აქვს, რამაც მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ არჩევანი "ბილაინის" სასარგებლოდ გაგვეკეთებინა. მთლიანად ჩვენმა კომპანიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თითქმის თვეა, რაც ვსარგებლობთ ამ მობილური ოპერატორის სერვისით და ძალიან კმაყოფილი ვართ. ამ არჩევანის გამო "ბილაინმა" ოქროს ნომრითაც დამაჯილდოვა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო."

R