"მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსზე ტესტის პასუხი იქნებოდა" - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 30 წლამდე ქალი კოვიდ -19-ს ემსხვერპლა
"მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსზე ტესტის პასუხი იქნებოდა" - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 30 წლამდე ქალი კოვიდ -19-ს ემსხვერპლა
სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა, 30 წლამ­დე ქა­ლია. იგი თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში, ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში, 18 ოქ­ტომ­ბერს ნი­ნოწ­მინ­დი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც კლი­ნი­კა­ში ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, ქალს არა­ნა­ი­რი თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქონ­და.

"ახალ­გაზ­რდა ქალს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია და ცხე­ლე­ბა ჰქონ­და. რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქო­ნია. ერ­თა­დერ­თი უჩი­ო­და ზო­გად სიმ­სუქ­ნეს, იყო ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი. პა­ცი­ენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღე ცხე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და შინ. მან დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თა ექიმს. ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში პა­ცი­ენ­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ის მა­ნამ­დე
გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე ტეს­ტის პა­სუ­ხი იქ­ნე­ბო­და", - გა­ნუ­ცხა­დეს ambebi.ge- ს თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი 19 ოქტომბერს გარ­და­იც­ვა­ლა და ის კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლად დღეს ჩა­ით­ვა­ლა, რად­გან ტეს­ტის პა­სუ­ხი ბოლო 24 სა­ათ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი.
მარი
22 ოქტომბერი 2020 09:01
საშინელი სიტუაციაა მაგ კლინიკაში, ჯანმრთელ ადამიანს მოკლავენ, სრული უვიცები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები