"მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსზე ტესტის პასუხი იქნებოდა" - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 30 წლამდე ქალი კოვიდ -19-ს ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსზე ტესტის პასუხი იქნებოდა" - რას ამბობენ კლინიკაში, სადაც 30 წლამდე ქალი კოვიდ -19-ს ემსხვერპლა

საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, 30 წლამდე ქალია. იგი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში, 18 ოქტომბერს ნინოწმინდიდან გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში ambebi.ge-ს განუცხადეს, ქალს არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა.

"ახალგაზრდა ქალს ორმხრივი პნევმონია და ცხელება ჰქონდა. რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. ერთადერთი უჩიოდა ზოგად სიმსუქნეს, იყო ჭარბწონიანი. პაციენტი რამდენიმე დღე ცხელების ჩვენებით იმყოფებოდა შინ. მან დაგვიანებით მიმართა ექიმს. ცხელების ცენტრში პაციენტი კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა ის მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ტესტის პასუხი იქნებოდა", - განუცხადეს ambebi.ge- ს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა და ის კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი.