"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს"
21-10-2020
"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს"
არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანის, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, მსუბუქი ფორმები და უსიმპტომო პაციენტები იმართებიან სახლიდან. ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს დავეხმაროთ, სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობას შორის გავაჩინეთ დამატებითი ბუფერი, რასაც ვეძახით კოვიდსასტუმროს.

ეს იმისთვის გავაკეთეთ,
რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა სახლში იზოლირებულად გაიაროს მკურნალობა. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ხანდაზმული მოხუცები არ დავაყენოთ ინფიცირების რისკის ქვეშ. ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა იზოლირებული იყოს, კოვიდსასტუმროში გადავიყვანთ. ეს გვაძლევს საშუალებას
მოქალაქეებს ექიმების მეთვალყურეობით ვუმკურნალოთ.

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანის, ვისაც აუცილებლად სჭირდება საავადმყოფო. ესენი არიან ფეხმძიმე ქალბატონები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მატარებლები. არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენივე თანამოქალაქეებს, ვისაც სჭირდება, მის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ არ არის ამის აუცილებლობა“,-განაცხდა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები