"იყ­ვნენ სამ­ნი. აქე­დან ორი ფე­იკმძე­ვა­ლი" - ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელის ვინაობა უცნობმა წყარომ აცნობა
"იყ­ვნენ სამ­ნი. აქე­დან ორი ფე­იკმძე­ვა­ლი" - ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელის ვინაობა უცნობმა წყარომ აცნობა
ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, უც­ნობ­მა წყა­რომ ზუგ­დიდ­ში ბან­კის მძარ­ცვე­ლის ვი­ნა­ო­ბა და­უ­სა­ხე­ლა და ორი ყალ­ბი მძე­ვა­ლიც ამო­იც­ნო. გვა­რა­მი­ას თქმით, წყა­რომ ჯერ კი­დევ გუ­შინ, 21 ოქ­ტომ­ბერს და­უ­რე­კა, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ა­სა­ჯა­რო­ეს.

გვა­რა­მია ამ­ტკი­ცებს, რომ უც­ნობ­მა წყა­რომ მას და­უ­რე­კა და მძარ­ცვე­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი შე­ა­ტყო­ბი­ნა. ამას­თა­ნა­ვე, უთხრა, რომ მძევ­ლებს შო­რის ორი მძარ­ცვე­ლის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი იყო და ისი­ნი მოქ­მე­დი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან.

"იყ­ვნენ სამ­ნი. აქე­დან ორი ფე­იკმძე­ვა­ლი, სი­ნამ­დვი­ლე­ში მძევ­ლად აყ­ვა­ნის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე (პო­ლი­ცი­ის
უფ­რო­სის მძევ­ლად აყ­ვა­ნის დროს, კადრში ხე­დავთ შავი კე­პით და პირ­ბა­დით), ასე­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ვით ხვიბ­ლი­ა­ნია. მძევ­ლე­ბი კი არა, სწო­რედ ეს ფე­იკმძევ­ლე­ბი გა­ი­ყო­ლა. წა­ღე­ბუ­ლია 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და არა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი. არა­ვი­თა­რი კირ­ცხის ტყე, მო­გო­ნი­ლი ლო­კა­ცი­აა, სა­ქარ­თვე­ლო
და­ტო­ვეს მარ­შრუ­ტით წა­ლე­ნი­ხა-ჩხო­რო­წყუ-ლე­ბარ­დე-ტო­ბა­ვარჩხი­ლი-სვა­ნე­თი-აფხა­ზე­თი. სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ ბაჩო არ­ღვლი­ა­ნი ხვდე­ბათ, ფულს უყო­ფენ და ის მის­ცემს გა­რან­ტი­ებს, ყალბ პას­პორ­ტებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­დაყ­ვა­ნას რუ­სეთ­ში", -ამ­ბობს ნიკა გვა­რა­მია

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა გვა­რა­მია 112-ს და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის.
ambebi.ge ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­მოწ­მე­ბას ცდი­ლობს.

გვარამიას
23 ოქტომბერი 2020 14:57
რაო ცუნცულ, გაიგე რამე?..
რეზი
23 ოქტომბერი 2020 13:12
მაგარი მეზღაპრე ხარ. ნუთუ არ მოგწყინდა ამდენი ზღაპრული ვერსიების თხზღვა ყველა საქმეზე. ტელევიზია ხართ თუ ცრუ დეტექტივთა ბიურო. და კიდევ საეჭვოდ იქცევით, ყველაფერს წინასწარ აანონსებთ,რაც გვაფიქრებინებს, რომ ნაცების ,,პატიოსანი'' ხელი ურევია ამ საქმეებში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები