"ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც აქამდე არც ერთი მთავრობა არ მოქცეულა..." - რას პროგნოზირებს ასტროლოგი?
"ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც აქამდე არც ერთი მთავრობა არ მოქცეულა..." - რას პროგნოზირებს ასტროლოგი?
ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოს ერთი უხილავი მტერი ჰყავს - კორონავირუსი. სამწუხაროდ, "კოვიდ 19"-ს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უამრავი ადამიანი შეეწირა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად მზარდია, მათ შორის საქართველოში. ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს მიმდინარე მოვლენებისა და მსოფლიოში არსებული ვითარების შეფასება ვთხოვეთ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"22 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელია აგრესიის შედარებით ჩაცხრომა, მაგრამ როცა შავი მთვარე გადავა კუროს ზოდიაქოში და იქ 9 თვე იმოძრავებს, ამ პერიოდში იქნება ღრმა ეკონომიკური კრიზისი.
კორონავისუსის გამო გაჩერებულ მსოფლიოში, ეკონომიკური კრიზისი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და 9 თვის განმავლობაში კულმინაციას მიაღწევს. ეს არა მხოლოდ საქართველოში მოხდება, არამედ ბევრ ძალიან განვითარებულ და ძლიერ ქვეყანაში. ეკონომიკური კრიზისის მარწუხები პროვოცირებას გაუკეთებს სოციალურ აჯანყებებსა და აფეთქებებს..."

"კორონავირუსმა დაგვანახვა, რომ ძველი სისტემა დაბერდა, ელემენტარულ ვირუსს ვერ
ებრძვიან და მეტიც, მის შესახებ არაფერი იციან. და თან ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ ექიმები ერთმანეთს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ჯერ ამბობდნენ, რომ ვირუსი საგნებიდან გადადისო, შემდეგ გერმანელმა მეცნიერებმა ამის საწინააღმდეგო მოსაზრება დაამტკიცეს, ანუ გამოდის, რომ საგნებიდან არ გადადის..."

"მე, როგორც ასტროლოგი, ვამბობ, რომ კრიზისული პერიოდი უკვე გავიარეთ. ვირუსისაგან კატასტროფა მოსალოდნელი არ არის. თუმცა იქნება სერიოზული სოციალური მღელვარება..."

"ვერც ერთი არჩევნების დროს ვერ დამტკიცდა, რომ ხმები გაყალბდა და ვერც ახლა დამტკიცდება რამე, მაგრამ მასობრივი გამოსვლების მოტივი ეს არ იქნება. ადამიანები გამოვლენ ქუჩაში უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. თუ აქამდე საქართველოში ასე თუ ისე საშუალო ბიზნესს გარკვეული წინსვლა ჰქონდა, ახლა ყველაზე ცუდ დღეში სწორედ ეს სფეროა. ხელისუფლება იძულებული იქნება მათ ხელშესაწყობად გაატაროს რადიკალური რეფორმები, რომ საშუალო ბიზნესს ყველანაირად შეუწყონ ხელი. თუ ხელისუფლება ასე არ მოიქცევა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ის აუცილებლად შეიცვლება. პროცესები სწრაფად განვითარდება და თუ ამას მეორე კუთხიდან შევხედავთ, დადებითსაც დავინახავთ - ხალხი ზღვრამდეა მისული და თავისი მოთხოვნების წამოყენებას დაიწყებს, შეიძლება აგრესიული ფორმითაც კი, მაგრამ ხელისუფლება იძულებული იქნება ბევრი რამ გააკეთოს მათთვის... მოიქცევა ისე, როგორც აქამდე არც ერთი მთავრობა არ მოქცეულა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 22 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ანა კალანდაძე
ნუნუკა
23 ოქტომბერი 2020 15:21
ვახ! ვერ გავიგე, დაგვამშვიდა, თუ პირიქით?
!!!
23 ოქტომბერი 2020 10:16
პატიოსან ხალხს რომ მოშივდება, შემდეგ ნახეთ თქვენ. ხმის ამოღების უფლებაც ექნება და მეტიც.
დ.დ.
23 ოქტომბერი 2020 02:47
გასაგებია,რომ 22 ივნისიდან გვერხევა ,მაგრამ თუ დააზუსტებ რომელი საათიდან,მადლობელი დაგრჩებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები