როგორი ამინდი იქნება საქართველოში 24-26 ოქტომბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 24-26 ოქტომბერს

23-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექოდ, ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.