სვანეთში, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზე ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

სვანეთში, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზე ხანძარი გაჩნდა

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია.

„კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის - დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება.

მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"