"ტანსაცმლის მოზომვაში ვიყავით... მაშინ არ ჰქონდა სიმპტომები" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
"ტანსაცმლის მოზომვაში ვიყავით... მაშინ არ ჰქონდა სიმპტომები" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
თიკა ფა­ცა­ცია თით­ქმის ორი კვი­რაა, რაც ეთე­რი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ტე­ლე­წამ­ყვანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და და სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და.

ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან ბოლო დღეს, რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­და, რომ კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, ინ­სტაგ­რამ­ზე პირ­და­პი­რი ეთე­რი ჩარ­თო და სა­უ­ბა­რი ასე და­ი­წყო: "გა­მარ­ჯო­ბა... მე მზად ვარ ვი­ლა­პა­რა­კო იმა­ზე, რომ მე და­ვა­მარ­ცხე კო­ვი­დი".

25 წუ­თის მან­ძილ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის კი­თხვებს გუ­ლახ­დი­ლად და ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა:

"დღეს არის ბოლო დღე, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ დრო გამ­ყავს და ხვა­ლი­დან შე­ვუ­ერ­თდე­ბი ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს. მინ­და,
ახლა თა­ვი­სუფ­ლად ვი­სა­უბ­რო ამა­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მძვინ­ვა­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სი. ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მა­ნამ­დე იყ­ვნენ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი იმე­დი ჩა­მი­სა­ხა, ისიც ჩემ­სა­ვით ჩუ­მად იბ­რძო­და.

მარ­ტში უფრო მე­ში­ნო­და და უფრო წი­ვილ-კი­ვილ­ში ვი­ყა­ვი, ვიდ­რე ახლა. ვირუ­სი ჩემი სტუმ­რის­გან გა­და­მე­დო, რო­მე­ლიც ჩემი დიდი ოჯა­ხის
წევ­რია. ჩემს ოთახ-გარ­დე­რობ­ში ვი­ყა­ვით და სა­მოსს რო­მელ­საც მე ვე­ღარ ვი­ყე­ნებ, პა­ტა­რა მაქვს მის­თვის ვარ­ჩევ­დი და მო­ზომ­ვა­ში ვი­ყა­ვით...

მა­შინ არ ჰქონ­და ცხა­დია სიმპტო­მე­ბი და მეც მერე გა­მო­მივ­ლინ­და. და­მე­წყო ძა­ლი­ან ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლით, ერთი დღე მტკი­ო­და, მე­ო­რე დი­ლას სი­ცხი­ან­მა გა­ვიღ­ვი­ძე. პირ­ველ ტესტს არ ვენ­დე და შემ­დეგ მე­ო­რე გა­ვი­კე­თე. და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა კონ­ტაქტს და­ვუ­რე­კე, სა­ბედ­ნი­ე­როდ კლას­ტე­რი არ მყავს. ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ის არის, რომ წინა სა­ღა­მოს, სა­ნამ სი­ცხი­ა­ნი გა­ვიღ­ვი­ძებ­დი, ისე­თი შე­მო­ტე­ვა და­მე­მარ­თა, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი კოც­ნე­ბით ავავ­სე, მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, რა მე­ტა­კა არ ვიცი, მერე ამა­ზე ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ გა­დარ­ჩა ყვე­ლა.

კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი თუ გაქვთ ნუ გე­ში­ნი­ათ, მე ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­ლი მქონ­და იმუ­ნი­ტე­ტი და მო­მე­რია. არ მინ­დო­და ამის აფი­ში­რე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ღმერ­თმა ნუ გა­მო­გაც­დე­ვი­ნოთ, არა­ვის ვუ­სურ­ვებ. ჩემი კო­ვი­დი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე ვიღ­ლე­ბი და ძა­ლი­ან მალე მი­ვარ­დე­ბა სუნ­თქვა. და­მე­კარ­გა ყნოს­ვა და გე­მოს შეგ­რძნე­ბა. ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­მო­გი­მუ­შავ­დათ თუ არა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. თუ გა­მო­გი­მუ­შავ­დათ, მა­შინ კარ­გა ხანს და­ის­ვე­ნებთ. სა­ერ­თოდ სუს­ტი სის­ხლძარ­ღვე­ბი მაქვს, თრომ­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი ვარ, ორ­სუ­ლო­ბას გეტ­რებ­საც ვა­ტა­რებ­დი, ამი­ტომ გა­ვი­კე­თე ანა­ლი­ზე­ბი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ დამ­ჭირ­და არა­ნა­ი­რი წამ­ლის მი­ღე­ბა. ბევ­რს დავ­დი­ო­დი, გა­მო­კე­ტი­ლი ვარ პა­ტა­რა ოთახ­ში და აი­ვან­ზე, 5000 ნა­ბიჯ­ზე ავ­დი­ო­დი დღე­ში. ასე­ვე ვსვამ­დი ბევრ ლიმ­ნი­ან წყალს.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­წე­ვას, მე ერთი წე­ლია აღარ გავ­კა­რე­ბი­ვარ თამ­ბა­ქოს და ესეც კარ­გი იყო ჩემს შემ­თხვე­ვა­ში. ცხა­დია, ვიცი ისე­თი ხალ­ხი, მწე­ვე­ლე­ბი ვინც ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, მაგ­რამ არაა მა­ინც სა­სურ­ვე­ლი. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასე­ვე გან­წყო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. მქონ­და პო­ზი­ტი­უ­რი მუ­სი­კა ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბი მქონ­და, რაც იმედს მომ­ცემ­და და გულს მი­ხა­რებ­და.

თა­ვი­დან სამი დღე ყვე­ლა­ნა­ი­რი ზარი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ოჯა­ხის წევ­რებს რომ მო­ი­კი­თხავ­დნენ, რად­გან ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და. 6 დღე იყო ჩემ­თვის გარ­დამ­ტე­ხი, რად­გან სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა მქონ­და, პირ­ვე­ლი ორი დღე სა­ერ­თოდ ვერ ვდგე­ბო­დი. მე­სა­მე დღეს ავ­დე­ქი და და­ვი­წყე ლო­გი­ნის ალა­გე­ბა. ყვე­ლას შემ­თხვე­ვა მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ სახ­ლში რა­ტომ ხარო, მაგ­რამ ჩემ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს სჭირ­დე­ბათ სა­ა­ვად­მყო­ფოს სივ­რცე და ჯო­ბია არ და­ვა­კა­ვო. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
30-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები