"ტანსაცმლის მოზომვაში ვიყავით... მაშინ არ ჰქონდა სიმპტომები" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - კვირის პალიტრა

"ტანსაცმლის მოზომვაში ვიყავით... მაშინ არ ჰქონდა სიმპტომები" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თიკა ფაცაცია თითქმის ორი კვირაა, რაც ეთერიდან გაუჩინარდა. როგორც აღმოჩნდა, ტელეწამყვანს კორონავირუსი დაუდგინდა და სახლში მკურნალობდა.

ინფიცირებიდან ბოლო დღეს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კოვიდი დაამარცხა, ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი ჩართო და საუბარი ასე დაიწყო: "გამარჯობა... მე მზად ვარ ვილაპარაკო იმაზე, რომ მე დავამარცხე კოვიდი".

25 წუთის მანძილზე პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა თაყვანისმცემლების კითხვებს გულახდილად და ამომწურავად უპასუხა:

"დღეს არის ბოლო დღე, როდესაც უბრალოდ დრო გამყავს და ხვალიდან შევუერთდები ჩემს ოჯახის წევრებს. მინდა, ახლა თავისუფლად ვისაუბრო ამაზე, რადგან საქართველოში მძვინვარებს კორონავირუსი. ძალიან დამეხმარნენ ის ადამიანები, ვინც მანამდე იყვნენ კოვიდინფიცირებულები, ნოდიკო ტატიშვილი, კახა მიქიაშვილი, რომელმაც მთავარი იმედი ჩამისახა, ისიც ჩემსავით ჩუმად იბრძოდა.

მარტში უფრო მეშინოდა და უფრო წივილ-კივილში ვიყავი, ვიდრე ახლა. ვირუსი ჩემი სტუმრისგან გადამედო, რომელიც ჩემი დიდი ოჯახის წევრია. ჩემს ოთახ-გარდერობში ვიყავით და სამოსს რომელსაც მე ვეღარ ვიყენებ, პატარა მაქვს მისთვის ვარჩევდი და მოზომვაში ვიყავით...

მაშინ არ ჰქონდა ცხადია სიმპტომები და მეც მერე გამომივლინდა. დამეწყო ძალიან ძლიერი თავის ტკივილით, ერთი დღე მტკიოდა, მეორე დილას სიცხიანმა გავიღვიძე. პირველ ტესტს არ ვენდე და შემდეგ მეორე გავიკეთე. დადასტურების შემდეგ ყველა კონტაქტს დავურეკე, საბედნიეროდ კლასტერი არ მყავს. ყველაზე საოცარი ის არის, რომ წინა საღამოს, სანამ სიცხიანი გავიღვიძებდი, ისეთი შემოტევა დამემართა, რომ ოჯახის ყველა წევრი კოცნებით ავავსე, მეუღლე, შვილები, რა მეტაკა არ ვიცი, მერე ამაზე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადარჩა ყველა.

კარგი იმუნიტეტი თუ გაქვთ ნუ გეშინიათ, მე ამ პერიოდში დაბალი მქონდა იმუნიტეტი და მომერია. არ მინდოდა ამის აფიშირება, რადგან ძალიან შეშინებული ვიყავი. ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ, არავის ვუსურვებ. ჩემი კოვიდი დასრულებულია, მაგრამ ძალიან მალე ვიღლები და ძალიან მალე მივარდება სუნთქვა. დამეკარგა ყნოსვა და გემოს შეგრძნება. ვირუსის გადატანის შემდეგ მნიშვნელოვანია, გამოგიმუშავდათ თუ არა ანტისხეულები. თუ გამოგიმუშავდათ, მაშინ კარგა ხანს დაისვენებთ. საერთოდ სუსტი სისხლძარღვები მაქვს, თრომბისკენ მიდრეკილი ვარ, ორსულობას გეტრებსაც ვატარებდი, ამიტომ გავიკეთე ანალიზები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ დამჭირდა არანაირი წამლის მიღება. ბევრს დავდიოდი, გამოკეტილი ვარ პატარა ოთახში და აივანზე, 5000 ნაბიჯზე ავდიოდი დღეში. ასევე ვსვამდი ბევრ ლიმნიან წყალს.

რაც შეეხება მოწევას, მე ერთი წელია აღარ გავკარებივარ თამბაქოს და ესეც კარგი იყო ჩემს შემთხვევაში. ცხადია, ვიცი ისეთი ხალხი, მწეველები ვინც ვირუსი დაამარცხა, მაგრამ არაა მაინც სასურველი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე განწყობაზე მუშაობას. მქონდა პოზიტიური მუსიკა ჩართული, ყველაფერი დასაშვები მქონდა, რაც იმედს მომცემდა და გულს მიხარებდა.

თავიდან სამი დღე ყველანაირი ზარი მაღიზიანებდა. განსაკუთრებულად ოჯახის წევრებს რომ მოიკითხავდნენ, რადგან ძალიან მეშინოდა. 6 დღე იყო ჩემთვის გარდამტეხი, რადგან სუნთქვის გაძნელება მქონდა, პირველი ორი დღე საერთოდ ვერ ვდგებოდი. მესამე დღეს ავდექი და დავიწყე ლოგინის ალაგება. ყველას შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია, შეუძლებელი არაფერია. მეუბნებოდნენ სახლში რატომ ხარო, მაგრამ ჩემზე მძიმე პაციენტებს სჭირდებათ საავადმყოფოს სივრცე და ჯობია არ დავაკავო. გაგრძელება