"რო­გორც ხე­დავთ, ძვე­ლი ცოტ­ნე გვიბ­რუნ­დე­ბა თან­და­თან..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე
"რო­გორც ხე­დავთ, ძვე­ლი ცოტ­ნე გვიბ­რუნ­დე­ბა თან­და­თან..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე
უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია გერ­მა­ნი­ა­ში, შმი­დე­რის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებს მისი მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი. რო­გორც ჩანს, ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სიც კარ­გად მი­დის.

ცოტა ხნის წინ ანა ჯა­ბა­ურ­მა კლი­ნი­კი­დან ახა­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მაშ ასე, ჩვე­ნო ძვირ­ფა­სო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო - რო­გორც ხე­დავთ, ძვე­ლი ცოტ­ნე გვიბ­რუნ­დე­ბა თან­და­თან...თუმ­ცა, სამი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­თა ჩა­ტა­რე­ბაც იყო თურ­ქე­თი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცოტ­ნეს გა­მომ­გზავ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი,
ჯერ არც კი ჩა­ტა­რე­ბია, და, მხო­ლოდ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბა...

ურ­თუ­ლე­სი 10 თვე გა­მო­ვი­ა­რეთ. იყო იმე­დიც, სა­სო­წარ­კვე­თაც, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გარ­თუ­ლე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც 21 თე­ბერ­ვალს კა­თე­ტე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი სეფ­სი­სით დას­რულ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თურ­ქმა ექი­მებ­მა ამ შემ­თხვე­ვა­შიც შეძ­ლეს ცოტ­ნეს გა­დარ­ჩე­ნის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რის შემ­დე­გაც ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლის­თვის
სა­ხი­ფა­თო, მო­სა­ლოდ­ნელ თუ მო­უ­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­წყდა და... და­ი­წყო ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ უწყვე­ტი და მყა­რი ნა­ბი­ჯე­ბით ნელი სვლა...დღეს ცოტ­ნეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლი გო­ნე­ბა აქვს. აღ­დგე­ნი­ლი აქვს ყვე­ლა სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცია, ხოლო მო­ტო­რულ და კოგ­ნი­ტურ უნა­რებს ნელ­ნე­ლა, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად აუმ­ჯო­ბე­სებს.

Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder - ასე გვი­თხრა მე და ცოტ­ნეს ერ­თმა გერ­მა­ნელ­მა ექიმ­მა და, ჩვენც სწო­რედ ამ­გვა­რი ბრძო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ სას­წა­უ­ლებ­რივ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე.

P.შ. და ბო­ლოს, უუ­უ­დი­დე­სი, ბედ­ნი­ე­რე­ბის გრძნო­ბით აღ­სავ­სე მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა იმ ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­ნიც ყო­ველ­დღი­უ­რად გვწე­რენ, გვამ­ხნე­ვე­ბენ, დახ­მა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ. ბევ­რნი (მათ შო­რის ისე­თე­ბიც, რო­მელ­თაც სუ­ლაც არ ულ­ხინთ), ან­გა­რი­შის გახ­სნა­სა და თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას და­ჟი­ნე­ბით გვთა­ვა­ზო­ბენ, ცოტ­ნეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნის უკე­თილ­შო­ბი­ლუ­რე­სი გან­ზრახ­ვით... და, მად­ლო­ბა იმ ხალ­ხსაც, ვინც მე და ცოტ­ნეს ძმებს მოგ­ვა­ნი­ჭა ბედ­ნი­ე­რე­ბა, კა­ტე­გო­რი­უ­ლი უა­რის თქმის ფუ­ფუ­ნე­ბა გვქონ­დეს ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ან­გა­რი­შის გახ­სნა­ზე ცოტ­ნეს სა­ხე­ლით, რომ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში არას­დროს ყო­ფი­ლა...(#ქარ­თუ )არ ვიცი, რას და რო­გორ შევ­ძლებ­დით ამ უთა­ნას­წო­რი ბრძო­ლა­ში მე და ცოტ­ნე, რომ არა ოჯა­ხი: #გი­ორ­გი­გამ­სა­ხურ­დია, Konstantine Gamsakhurdia, ანი აბუ­ლა­ძე - უთ­ქვე­ნოდ ვერ ვიქ­ნე­ბო­დით ასე­თი მაგ­რე­ბი. გვიყ­ვარ­ხართ ჩვენ თქვენ შოპო ჟაბაური მად­ლო­ბა, დე, ასე გმი­რუ­ლად რომ უძ­ლებ ამ­ხე­ლა გან­შო­რე­ბას" - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი. (წყარო)
დადა
25 ოქტომბერი 2020 10:52
გაიხარეთ
დარეჯანი
24 ოქტომბერი 2020 15:57
მადლობა უფალს და კეთილ ადამიანებს.
მჯერა ყველაფერი კარგად იქნება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები