"82 წლის დე­დას იმე­დია, არ მო­მიკ­ლა­ვენ... ასე იზ­რდე­ბა კო­რო­ნი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა" - რას წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში?
24-10-2020
"82 წლის დე­დას იმე­დია, არ მო­მიკ­ლა­ვენ... ასე იზ­რდე­ბა კო­რო­ნი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა" - რას წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში?
ჟურ­ნა­ლის­ტი ნე­ლი­კო ვარ­დი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზე წერს. კონ­კრე­ტუ­ლად, ამ­ბობს, რომ მის 82 წლის დე­დას კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ე­დო, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან ერ­თად პა­ლა­ტა­ში მო­ა­თავ­სეს.

ჟურ­ნა­ლის­ტის პოსტს უც­ვლე­ლას გთა­ვა­ზობთ:

"ვა­ქი­რე­ლე­ბის­თვის! იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ეს და­მე­წე­რა. ანუ სი­მარ­თლე. ორი დღის წინ, დე­და­ჩემს და­ე­მარ­თა ცის­ტი­ტი, იმის გამო, რომ ფე­ხე­ბი გა­უ­ცივ­და და ამის ნი­ა­დაგ­ზე მის­ცა სი­ცხე 37,5. რად­გან 10-15 წლის წინ მას ჰქონ­და პლევ­რი­ტი, ისიც გა­ცი­ე­ბის გამო და ძლივს გა­მოვ­ტა­ცეთ სიკ­ვდილს ხე­ლი­დან,
მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბის დროს ყო­ველ­თვის ვში­შობ პლევ­რიტ­ზე და მომ­ყავს ექი­მი ფილ­ტვე­ბის გა­ს­ა­სინ­ჯად. უბ­ნ
ის ექიმ­თან მი­ვე­დი და არ გა­მომ­ყვა, ჩვენ დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, როცა სი­ცხე აქვს პა­ცი­ენტს და ამი­ტომ, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხე, ის გა­უ­სინ­ჯავს ფილ­ტვებ­სო. გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო. სას­წრა­ფოს ექი­მი ჩხუ­ბით და­მე­კონ­ტაქ­ტა, უბ­ნის ექი­მი არ გყავთ, ის ვერ მო­იყ­ვა­ნე, 37 სი­ცხე­ზე სას­წრა­ფოს რა­ტომ იძა­ხებ­თო. და­ვი­ბე­ნი და შე­ვე­კა­მა­თე, ცხა­დია, დან­გრე­უ­ლი ჯან­დაც­ვის თა­ვად ვერ გა­უ­გი­ათ ვე­რა­ფე­რი და მე რო­გორ უნდა გა­ვი­გო?

ნუ მოკ­ლედ, სი­ცხე არ აღ­მო­აჩ­ნდა ამ­ჯე­რად დე­დას, მაგ­რამ ფილ­ტვე­ბი შე­უ­მოწ­მა და ან­თე­ბაა მარ­ჯვე­ნა­შიო, მი­თხრა. ამი­ტომ უარი არ ვთქვი სტა­ცი­ო­ნარ­ში მის წაყ­ვა­ნა­ზე. წნო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში. ხში­რად ვაკ­რი­ტი­კებ ამ სა­ა­ვად­მყო­ფოს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის, მო­ა­თავ­სეს ვიპ პა­ლა­ტა­ში და მი­თხრეს, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ქონ­და.

მერე გა­და­უ­ღეს რენდგე­ნი და მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვზე ან­ტე­ბის და­სა­წყი­სი­აო, ამიხ­სნეს. ად­რეც გვქონ­და ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა, რად­გან დედა პნევ­მო­ნი­ა­გა­და­ტა­ნი­ლია და ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩირ­ქს უღებ­დნენ ამ ფილ­ტვი­დან, აქვს ნა­წი­ბუ­რე­ბი და ეშ­ლე­ბათ ან­თე­ბა­ში. ამ­ჯე­რად თავი რა­ტომ­ღაც არ გა­მო­ვი­დე და არ ვუ­თხა­რი, რომ შე­იძლბა შეც­დნენ და ვი­ფიქ­რე, ერთი დღე იწ­ვეს, გა­დას­ხმებს გა­უ­კე­თე­ბენ და მო­ყო­ჩაღ­დე­ბა მეთ­ქი. თურ­მე ეს არ უნდა მექ­ნა და სა­ერ­თო­დაც, არ უნდა და­მე­რე­კა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა­ში.

რად­გან სი­ცხე ქონ­და, აუ­ღეს კო­რო­ნა­ტეს­ტი და კარ­გად მყო­ფი ადა­მი­ან­ზე, მე­ო­რე დღეს მი­თხრეს, რომ კო­რო­ნა ქონ­და. არა­ვი­სი მტე­რი არ ვარ და ცხა­დია, არც სა­კუ­თა­რი თა­ვის. თუ ვინ­მე ყო­ფი­ლა ჩემ­თან ერთი თვის წინ კი არა, ერთი წლის წი­ნაც, არა­ვის არ აქვს კო­რო­ნა, არც ქო­ნია. ცო­ცხა­ლი კო­რო­ნი­ა­ნი არც მი­ნა­ხავს და მით უფრო, დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თის სახ­ლშია ჩა­კე­ტი­ლი, სა­ი­დან გა­და­ეყ­რე­ბო­და?

სხვა­ნა­ი­რად კი­დევ, კო­რო­ნა თუ ფრი­ნავს, უნდა გვი­თხრან. მოკ­ლედ, წუ­ხელ ღა­მის 3 სა­ათ­ზე მი­რე­კავს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ექი­მი, რომ სწრა­ფი ტექ­ტით, რო­მე­ლიც ლუ­გარ­ში კი არა, ცი­ტო­ში შე­ა­მოწ­მეს, აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა და უკვე გა­მო­ი­ძა­ხეს კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნა. ღა­მის 3 სა­ათ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, დაგ­ვა­პა­ნი­კეს, 82 წლის ქალი შე­ა­ში­ნეს, დას­ტრე­სეს და ისე, რომ არ გა­და­უ­მოწ­მე­ბი­ათ ლუ­გარ­ში ანა­ლი­ზი, და­აწ­ვი­ნეს 5 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ერ­თად პა­ლა­ტა­ში. ახლა გა­სინ­ჯავს ლუ­გა­რი და ცხა­დია, ექ­ნე­ბა კო­რო­ნა.

აი, ასე იზ­რდე­ბა კო­რო­ნი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა- გა­და­უ­მოწ­მებ­ლად, სა­ხელ­და­ხე­ლოდ აღე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბით და მერე, ერ­თმა­ნე­თი­დან გა­და­დე­ბა არაა რთუ­ლი. 82 წლის დე­დას, რო­მელ­საც აქვს დი­ა­ბე­ტი, წნე­ვა და სხვა, ასა­კობ­რი­ვი ავად­მყო­ფო­ბე­ბიც, იმე­დია, არ მო­მიკ­ლა­ვენ. ახლა დავ­რე­კე და მი­თხრა, სა­უ­კე­თე­სოდ ვარ, არა­ფე­რი მა­წუ­ხებს, აქ რა მინ­და, ვერ გა­მი­გი­აო.

კარგ პი­რო­ბებ­ში არის, ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მაგ­რამ გა­მა­გე­ბი­ნოს ვინ­მემ, გა­და­უ­მოწ­მებ­ლად შე­იძ­ლე­ბა, კო­ვი­დი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან რის­კჯ­გუ­ფის ადა­მი­ა­ნი შე­უშ­ვა? რა­ტომ არ და­აწ­ვი­ნეს ცალ­კე და თუ ლუ­გა­რი და­ად­გენ­და იგი­ვეს, მერე გა­და­ეყ­ვა­ნათ.რას აკე­თებ ჯან­დაც­ვა? ხო­ცავთ ხალ­ხს, ხომ? მით უფრო, რომ ამ საქ­მის ჩა­ლიჩ­მა­ის­ტე­რი ტრო­ი­კა გვე­უბ­ნე­ბა, ოჯა­ხის ექიმ­მა უნდა მოგ­ხე­დო­თო, სწრაფ ტეს­ტებს ცდო­მი­ლე­ბა აქ­ვსო...

თუ ასეა, რა­ტომ უშ­ვებთ ხალ­ხს პირ­და­პირ ეშა­ფოტ­ზე? ად­ვი­ლად მო­სა­ცი­ლებ­ლე­ბი არი­ან მო­ხუ­ცე­ბი, ხო?სა­მი­ვეს- გამ­ყრე­ლი­ძეს, იმ­ნა­ძე­სა და ცერ­ცვა­ძეს კარ­გად ვიც­ნობ. იმ­ნა­ძის საქ­ცი­ე­ლი ნამ­დვი­ლად მიკ­ვირს, ცერ­ცვა­ძემ თა­ვი­სი პრო­ტეს­ტი და­ა­ფიქ­სი­რა და გამ­გე­ბიც გა­ი­გებ­და მისი ქმე­დე­ბი­დან ყვე­ლა­ფერს. გამ­ყრე­ლი­ძის პერ­სო­ნას კი უკო­მენ­ტა­როდ დავ­ტო­ვებ ჯერ...

რო­გორც ჩანს, ამი­ტომ გვი­ა­ნონ­სებ­დნენ კუ­ბო­ებს, სიკ­ვდილს და ჯან­და­ბას, თო­რემ რა იცის იმ­ნა­ძემ რა მოხ­დე­ბა, ვან­გაა? წი­ნათ ყვე­ლა­ფერ­ზე გვე­უბ­ნე­ბო­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, სა­გან­გა­შო არა­ფე­რი­აო და ახლა გან­გა­ში და ნერ­ვი­უ­ლო­ბა წა­მა­ლი გახ­და?და კი­დევ, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბო, ნუ ხდით კო­ვიდს სტიგ­მად და ნუ აში­ნებთ ხალ­ხს. სო­ფელ­ში ხმებს ავ­რცე­ლე­ბენ, თით­ქოს მე მყავ­და სტუმ­რე­ბი და მათ აღ­მო­აჩ­ნდათ კო­ვი­დი, არა­ვის არა­ფე­რი აღ­მო­ჩე­ნია, არც ქო­ნია არა­ვის ეს ვირუ­სი, და­ნარ­ჩე­ნი, ყვე­ლა­ფე­რი მო­გი­ყე­ვით.სხვა სა­ლა­პა­რა­კოა ჩემი სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა.

ჯერ მი­თხრეს 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე ვერ გახ­ვა­ლო, არა­და, დე­დას­თან კონ­ტაქ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის წა­მე­ბის მერე აღარ მქო­ნია და დღე­ი­დან ამით­ვა­ლეს 12 დღე. რო­გორ მე ვიცი და გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჯან­დაც­ვის მა­მებ­მა 8 დღემ­დე და­იყ­ვა­ნეს კა­რან­ტი­ნი და მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემ­თვის დარ­ჩა ძა­ლა­ში 12 დღი­ა­ნი ჩა­კეტ­ვა? იქ­ნებ ვინ­მეს არ აწყობს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა? აი, ახლა კი მარ­თლა ამოგ­თხრით ამო­სა­თხრე­ლებს.ბო­დი­ში, ვინ­მე ჩემს გამო თუ შე­ა­წუ­ხეს და და­ა­პა­ნი­კეს. ჯან­მრთე­ლი დედა და­მი­კო­რო­ნეს!!! რა­ტომ? ესეც გა­ირ­კვე­ვა" - წერს ნე­ლი­კო ვარ­დი­აშ­ვი­ლი. (წყარო)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?