"სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები" - ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები" - ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები. ვმკურნალობ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.

ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად "ქოცური" ვირუსიც დაგვემარცხებინოს", -წერს ოთარ კახიძე.