ქეთი დუმბაძე: "არ მომწონდა, როცა კულტურის მოღვაწეები პოლიტიკაში ერთვებოდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ..."
24-10-2020
ქეთი დუმბაძე: "არ მომწონდა, როცა კულტურის მოღვაწეები პოლიტიკაში ერთვებოდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ..."
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნილ ქალ­ბა­ტონ კან­დი­და­ტებს შო­რის 44-ე ნომ­რად შეყ­ვა­ნი­ლია ნო­დარ დუმ­ბა­ძის ფონ­დი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქეთი დუმ­ბა­ძე. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ის kvirispalitra.ge-ს ესაუბრა:

- ზოგჯერ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საქმის კეთების გამოცდილება დაგროვებულია, როცა ფიქრობ, რომ შენი პროფესიის თუ საყვარელი საქმის კეთებისთვის, შესაძლებლობების გაფართოვებისთვის, მიმართულებების შეცვლისთვის თუ სიახლეების დანერგვისთვის მეტი ბერკეტია საჭირო. როცა, უკვე დიდი ხანია დარგს ემსახურები და ზუსტად იცი, რა ხარვეზებია
კანონმდებლობაში ან ორგანიზაციული კუთხით, როცა გამუდმებით გეფიქრება, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს და მაშინ ასეთ შემოთავაზებაზე უარს აღარ ამბობ.

ვფიქრობ, პარლამენტი მეტ შესაძლებლობას და ბერკეტს მომცემს ვემსახურო ქართულ კულტურას, მწერლობას და მის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ მიჩვეული ვარ პასუხისმგებლობით ცხოვრებას. არასდროს დამვიწყებია და
მით უმეტეს, არც საზოგადოებას მოუცია ჩემთვის იმის ფუფუნება, რომ წამით მაინც დამვიწყებოდა ვინ ვარ და საიდან მოვდივარ.

- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები თქვენს გადაწყვეტილებას?
- რა გითხრათ, ოჯახი ნორმალურად, მიჩვეულები არიან, რომ მუდამ რაღაცას ვსაქმიანობ, ერთდროულად რამდენიმე ფლანგზე "ვიბრძვი". ასე, რომ რეაქცია იყო ასეთი - "აწი ალბათ სულ დაგვეკარგები". ზოგმა სიხარული გამოხატა, ჩათვალა, რომ ჩემი სახით ქართული კულტურის კიდევ ერთი გულშემატკივარი მიემატება პარლამენტართა რიცხვს, ზოგმა თქვა, რომ ვენანები ამ მძიმე საქმიანობისთვის. ალბათ იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ მოეწონა ჩემი ხილვა საარჩევნო სიაში.

გამოგიტყდებით, ადრე დიდად არ მომწონდა, როცა კულტურის მოღვაწეები აქტიურად ერთვებოდნენ პოლიტიკაში, ვფიქრობდი, რომ მათი ადგილი სცენაზე, საწერ მაგიდასთან, მოლბერტთან თუ გადასაღებ მოედანზეა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ კულტურას სწორედ მათი სახით უნდა ჰყავდეს ლობისტი პარლამენტში, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის რა სჭირდება ამა თუ იმ სფეროს. საკუთარი გამოცდილება ხომ საუკეთესო მასწავლებელია.

- რას იტყოდა მამა, პოლიტიკოსის ამპლუაში რომ ენახეთ?
- იცით, მამა თავად იყო დეპუტატი და არაერთგზის მომსწრე ვარ რამდენ სიკეთეს აკეთებდა ის ამ სტატუსით. მინახავს მისით მადლიერი ადამიანები, ვიცნობ მათ, ვიცი ქართული მწერლობისთვის გაკეთებული კარგი საქმეების შესახებაც. ასე რომ, მე დეპუტატობის ისეთი მაგალითი მყავს, რომ უფლება არ მაქვს ცუდი ან გულგრილი დეპუტატი ვიყო. ძალიან ვეცდები მას მივბაძო. ჩემი ეს არგუმენტი ალბათ მამას მოეწონებოდა. (იხილეთ სრულად)

ქალბატონ ქეთის!
24 ოქტომბერი 2020 23:35
ეტყობა, კულტურულ ღონისძიებების გასატარებლად უნდათ ეს ხალხი პარლამენტში. სახელმწიფოს მართვაზე პრეტენზიას აცხადებენ და პარლამენტის წევრები ვერ შეურჩევიათ.
გელა
24 ოქტომბერი 2020 21:46
ვუსამძიმრებ ნოდარ დუმბაძის სულს!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?