"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა"
"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა"
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 106 პირი.

"ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 893, აჭარაში - 714; მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25. 2 268 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403 მკურნალობს ბინაზე",- განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი. გარდაიცვალა
კიდევ 8 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები