ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, ავთანდილ ოსეფაიშვილს ვირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა, ის კლინიკაში იმყოფება.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ცესკო-ში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არა არის და ყველა პროცედურა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე ასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"