"სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მი­მი­ჩი­ნეს ერთი კუ­თხე, ჩემს შე­ნახ­ვას სოფ­ლი­დან ვერ შეძ­ლებ­დნენ, რამე უნდა მე­ღო­ნა" - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე
"სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, მი­მი­ჩი­ნეს ერთი კუ­თხე, ჩემს შე­ნახ­ვას სოფ­ლი­დან ვერ შეძ­ლებ­დნენ, რამე უნდა მე­ღო­ნა" - სად მუშაობდა სტუდენობისას ზურა შევარდნაძე


ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს სა­კუ­თა­რი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან:

"სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი 18 წლის ვი­ყა­ვი. ას­კა­ნი­დან ჩა­მო­ვე­დი, დე­ი­დებ­თან, მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე, მი­მი­ჩი­ნეს ერთი კუ­თხე. ჩემს შე­ნახ­ვას სოფ­ლი­დან ვერ შეძ­ლებ­დნენ, რამე უნდა მე­ღო­ნა. თერ­თმე­ტი ნო­მე­რი ტრო­ლე­ი­ბუ­სით დავ­დი­ო­დი უნუ­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­ში, ვა­კის პარ­კის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს უშნო, დიდი რკი­ნის ჯი­ხუ­რი იდგა გზის პი­რას, ქა­ლე­ბი წავ­კი­სი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ყვა­ვი­ლით ვაჭ­რობ­დნენ. ერთი კვი­რა იყო გა­სუ­ლი, რაც სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბას ვცდი­ლობ­დი, მი­ვა­დე­ქი მო­ფუს­ფუ­სე
მეყ­ვა­ვი­ლე­ებს და გა­ვე­ცა­ნი, ვუ­თხა­რი, რომ სო­ფელ­ში ხში­რად ვა­კე­თებ­დი სამ­გლო­ვი­ა­რო გვირ­გვი­ნებს და თუ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბოდ­ნენ, ვაჩ­ვე­ნებ­დი რა შე­მიძ­ლია.

დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვდნენ ჩემს შე­თა­ვა­ზე­ბას მაგ­რამ ჯი­ხუ­რის უკან, ჩრდილ­ში და­ლა­გე­ბუ­ლი ძმერხლის და შქე­რის ტო­ტე­ბის­კენ მი­მი­თი­თეს. კა­ტა­ბარ­დას ღერო მოვგრი­ხე, ხავ­სის გუნ­და მი­ვა­მაგ­რე, ჩი­ტა­ვაშ­ლას ტოტი და წვრი­ლი ჟაბო მი­ხა­კი
ჩა­ვა­მაგ­რე, არა­უ­შავს გა­მო­ვი­და, გა­ვი­ტა­ნე და დახლზე დავ­დე. ათი წუთი არ იქ­ნე­ბო­და გა­სუ­ლი მან­ქა­ნა გა­ჩერ­და, სქელ სქე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გად­მო­ვი­და, ბევ­რი ოქრო ეკე­თა და გვირ­გვი­ნი შე­ი­ძი­ნა, მგო­ნი 15 ლა­რად, გა­მი­ხარ­და. იმ დღეს­ვე მომ­ცეს ყო­ფი­ლი საყ­ვა­ვი­ლე მა­ღა­ზი­ის გა­სა­ღე­ბი, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში, მი­ვა­ლა­გე, გუ­რი­ი­დან თხი­ლის წკნე­ლი, კრიფ­ტო­მე­რია, ხავ­სი, გამ­შრა­ლი ჰორ­ტენ­ზი­ე­ბი, ღო­მის თავ­თა­ვი, სი­მინ­დის ფუ­ჩე­ჩი ჩა­მო­ვი­ტა­ნე და შე­ვუ­დე­ქი საქ­მეს.

მალე და­ვა­ტყვე ხელი, უბან­მაც უცებ გა­მიც­ნო. ლექ­ცი­ე­ბი­დან მო­სულს მხვდე­ბო­და სია, რკი­ნის კე­დელ­ზე მაგ­ნი­ტის ნა­ტე­ხით მი­მაგ­რე­ბუ­ლი: "ერთი ცალი 10 ლა­რი­ა­ნი გვირ­გვი­ნი იე­ბით. ერთი ცალი 25 ლა­რი­ა­ნი, თეთ­რი ვარ­დით (ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქა­ლია), 2 ც თა­ი­გუ­ლი ერთი დე­დოფ­ლი­სა, ერთი მეჯ­ვა­რის­თვის მი­სარ­თმე­ვი, ლე­ი­ლას გოგო გა­თხოვ­და.. და მის­თა­ნე­ბი". ქა­ლე­ბი მე­ტის­მე­ტად საყ­ვა­რე­ლი, უბ­რა­ლო, მაგ­რამ გუ­ლი­ა­ნე­ბი გა­მოდ­გნენ, შვი­ლი­ვით შე­მიყ­ვა­რეს, მივ­ლიდ­ნენ, შრო­მას მი­ფა­სებ­დნენ და ზრუ­ნავ­დნენ ჩემ­ზე... დე­ი­და დოდო და მა­რი­ა­მი.

შვი­დი წელი ვი­მუ­შა­ვე ამ ჯი­ხურ­ში, კაც­მა არ იცის რამ­დე­ნი გვირ­გვი­ნი, კა­ლა­თი თუ თა­ი­გუ­ლი შევ­კა­რი. ძა­ლი­ან ბევ­რი ვის­წავ­ლე ამ ორი მშრო­მე­ლი ქა­ლის­გან. სა­ო­ცა­რი ალღო ქონ­დათ, მან­ქა­ნა რომ გა­ჩერ­დე­ბო­და, წა­მო­ავ­ლებ­დნენ თა­ი­გულს ხელს და გა­მო­ე­გე­ბე­ბოდ­ნენ მყიდ­ველს... არ მახ­სოვს, ერ­ხელ მა­ინც შემ­ცდა­რიყ­ვნენ და მუშ­ტარს ეთ­ქვას არა ეს არ მინ­და, რა­საც მთა­ვა­ზობთ სხვა მაჩ­ვე­ნე­თო, სულ მიკ­ვირ­და, ამას რო­გორ ახერ­ხებ­დნენ და რო­გორ ცნობ­დნენ ვის რა, რო­დის და რო­გორ... ახ­ლაც მიკ­ვირს.

მა­რი­ა­მი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, დე­ი­და დოდო დიდი ხა­ნია აღარ მი­ნა­ხავს, რკი­ნის ჯი­ხუ­რიც რა­ხა­ნია აღარ დგას ვა­კის პარ­კის წინ...

დღეს გრი­ლი დღე იყო და საქ­მეს ვე­შუ­რე­ბო­დი, ცი­ნერ­ა­რი­ე­ბის გა­ბარ­დულ ბუჩ­ქებს ვსხლავ­დი, თავ­ზე დოდო დე­ი­და და­მად­გა, ცოტა მოხ­რი­ლა, მო­ფუმ­ფუ­ლე­ბუ­ლა, თმე­ბი შე­უ­ღე­ბავს და ხე­ლე­ბი აღარ ქონ­და ისე გა­უ­ხე­შე­ბუ­ლი რო­გორც მა­შინ... შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა მო­იყ­ვა­ნეს ჩემ­თან. რო­გორ გა­ვი­ხა­რე, რო­გორ... ყვე­ლა­ფე­რი ვაჩ­ვე­ნე, ბაღი და სათ­ბუ­რე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე, ბევ­რი მე­ფე­რა და ვე­ფე­რე... წას­ვლი­სას მი­თხრა სულ არ მიკ­ვირს, მა­შინ­ვე გე­ტყო­ბო­და, რომ არ მო­ის­ვე­ნებ­დიო... მიდი, მიდი მი­ხე­დე, სტუ­მა­რი გე­ლო­დე­ბა, აი ეს ოლი­ან­დრის აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ბუჩ­ქი შეს­თა­ვა­ზე მყიდ­ვე­ლი­აო ჩუ­მად მი­თხრა... შვი­დი­ვე ოლი­ან­დრი წა­ი­ღო თა­ვი­სი ბა­გე­ბის ეზოს ჭიშ­კარ­თან და­სარ­გა­ვად ბა­ტონ­მა გო­ჩამ... დე­ი­და დო­დოს გა­ე­ღი­მა...".




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები