"დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... მივდივართ ციცაბო მთაზე, მივაგენით დათვის ბილიკს...სტრესში ვართ" - რა "ისტორია" გადახდათ თავს მოგზაურებს ხევსურეთში
"დაიწყო კოშმარი, გაუვალი ტყე... მივდივართ ციცაბო მთაზე, მივაგენით დათვის ბილიკს...სტრესში ვართ" - რა "ისტორია" გადახდათ თავს მოგზაურებს ხევსურეთში
სამ­თო ვე­ლო­მოგ­ზა­უ­რი ირაკ­ლი ჩარ­გე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ხევ­სუ­რეთ­ში, ვე­ლო­ტუ­რი­სას თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს იხ­სე­ნებს, რა დრო­საც მოგ­ზა­უ­რებს გზა და­ე­კარ­გათ და ღა­მის გა­თე­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბებ­ში მო­უხ­დათ. მათ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და პო­ლი­ცი­აც ახორ­ცი­ე­ლებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით დას­რულ­და:

"ჩვენ გა­დავ­რჩით!

მოგ­ზა­უ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით იდე­ა­ლუ­რი წელი გა­მოდ­გა 2020, ისე­თი ად­გი­ლე­ბი ვნა­ხე პირ­ვე­ლად, რაც დიდი ხნის სურ­ვი­ლად მქონ­და, ვი­მოგ­ზა­უ­რე ვე­ლო­თი მთებ­ში, გა­მო­ვი­ა­რე დაღ­ლა, შიმ­ში­ლი, და­ლეწ­ვა და ა.შ. მაგ­რამ და­ვაგ­რო­ვე ძა­ლი­ან კარ­გი
მო­გო­ნე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­ად, ფო­ტო­ე­ბიც, რაც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ხდე­ბა ისე­თე­ბიც, რაც ცდე­ბა "თავ­გა­და­სავ­ლის" ფარ­გლებს და სა­ხუ­მა­რო აღა­რაა, შე­სა­ბა­მი­სად გულ­შე­მატ­კი­ვარ ახ­ლო­ბელ ა
და­მი­ა­ნებს ანერ­ვი­უ­ლებს, თა­ნაც ძა­ლი­ან. მინ­და მო­გიყ­ვეთ ჩემი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ამ­ბა­ვი, რაც გა­დაგ­ხვდა 20-21 ოქ­ტომ­ბერს მე, და­ვით ჩო­ხელს (Georiders - Mountain Biking tours in Georgia-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი) და პა­ა­ტა ან­ჯა­ფა­რი­ძეს სამ­თო ველო ტუ­რი­სას ხევ­სუ­რეთ­ში.

და­წყე­ბა
სამ­შა­ბათს და­ვი­ძა­რით თბი­ლი­სი­დან ხევ­სუ­რე­თის­კენ, რათა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით უკა­ნა ფშავ­ში სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბით. დათ­ვი­ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლის პი­კი­დან და­ვი­წყეთ ჩვე­ნი ველო ტური. ტური და­ი­წყო იდე­ა­ლუ­რად - სა­ო­ცა­რი ხე­დე­ბი, სა­ო­ცა­რი ბი­ლი­კე­ბი ექ­სტრე­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სა­ო­ცა­რი ამინ­დი და მოკ­ლედ, სა­ო­ცა­რი ყვე­ლა­ფე­რი.

ბედ­ნი­ე­რე­ბა - > "პი**ცი"

სა­ოც­რე­ბებ­მა გაგ­ვი­ტა­ცა, ენერ­გია უსა­ზღვროდ გვაქვს, ყველ­გან შევ­ძლებთ გავ­ლას, ისე მი­ვე­მარ­თე­ბით, მაგ­რამ დად­გა მო­მენ­ტი, როცა ბი­ლი­კი უბ­რა­ლოდ გა­წყდა, სო­ფე­ლი ჩანს წინ და მთა­ზე სახ­ლე­ბი, შან­სი არაა, უნდა გა­დი­ო­დეს ბი­ლი­კი, და­თომ დრო­ნი ააფ­რი­ნა და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ გა­რე­მო, აშ­კა­რად ჩანს ბი­ლი­კი და ჯერ ძა­ლი­ან ბევ­რი დროა დარ­ჩე­ნი­ლი და­ღა­მე­ბამ­დე, თა­ნაც ფან­რე­ბი გვაქვს და დაღ­ლას არა­ვინ ვგრძნობთ.

შე­ვუ­დე­ქით საკ­მა­ოდ დახ­რილ მთა­ზე, ბი­ლი­კის გა­რე­შე ჩას­ვლა მდი­ნა­რემ­დე, მდი­ნა­რე კი ზუს­ტად იმ სოფ­ლამ­დე მი­დის სა­ით­კე­ნაც გეზი გვაქვს, გა­ჭირ­ვე­ბით, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხეთ ამ მთა­ზე ჩას­ვლა და გა­ვუ­ყე­ვით მდი­ნა­რეს, ვი­ნა­ი­დან მდი­ნა­რის სა­თა­ვე არ იყო ღრმა და წყა­როს უფრო გავ­და, სამ­წუ­ხა­როდ, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის ერთ ად­გი­ლას კლდე­ე­ბი დაგ­ხვდა, გავ­ლა დიდი რის­კი იქ­ნე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტეთ გვერ­დის ავლა ტყით, რო­მე­ლიც ცი­ცა­ბო ფერ­დზე იყო გა­და­ჭი­მუ­ლი. ზე­მო­დან კი ბი­ლი­კი ჩან­და ამ ტყე­ში, მოგ­ვი­წია პირ­და­პირ, ვერ­ტი­კა­ლუ­რად ტყე­ში ას­ვლა, ბი­ლი­კის მსგავ­სი ვი­პო­ვეთ.

ტყე
და­ი­წყო ჩვე­ნი კოშ­მა­რი - და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გა­უ­ვა­ლი ტყე. ბი­ლი­კი არ არ­სე­ბობს, მივ­დი­ვართ ცი­ცა­ბო მთა­ზე, სი­მაღ­ლეს ვკრეფთ და მდი­ნა­რე­საც ვცილ­დე­ბით, იმე­დი გვაქვს, რომ ვი­პო­ვით ბი­ლიკს და რო­გორ­მე გა­ვალთ, რად­გან სო­ფე­ლი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის. მი­ვა­გე­ნით დათ­ვის ბი­ლიკს და გა­ვუ­ყე­ვით "არ­ხე­ი­ნად", როცა ვხე­დავ­დით დათ­ვის ნაკ­ვა­ლევს (ფუნა, და­თხრი­ლი თა­თე­ბით, სპე­ცი­ფი­კუ­რი ბუნ­ტყლე­ბი) ვხვდე­ბო­დით, რომ "სწო­რად" მივ­დი­ო­დით. პა­ა­ტას თან ქონ­და გარ­მი­ნის სა­ა­თიც და ვე­ლო­კომ­პი­უ­ტე­რიც, ორი­ვე ნა­ვი­გა­ცი­ის ძა­ლი­ან კარგ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და ყვე­ლა­ნა­ი­რი რუ­კის აპ­ლი­კა­ცია, რაც კი არ­სე­ბობს. თუმ­ცა ბი­ლი­კი არ ჩანს რუ­კებ­ში.

მა­ლე­ვე და­ღამ­და და სა­შინ­ლად შევ­ნელ­დით, ვნერ­ვი­უ­ლობთ, რომ ვერ ჩა­ვალთ იმ დღეს სამ­შვი­დო­ბოს ან/და უა­რე­სი, სა­ერ­თოდ ვერ გა­ვაღ­წევთ. ღა­მის ორამ­დე ტყე­ში ვი­ჯა­ხი­რეთ, წვიმს და უკვე არ აქვს აზრი სი­ა­რულს, ვე­ლო­ე­ბი დავ­ტო­ვეთ და მოვ­ძებ­ნეთ კო­ცო­ნის და­სან­თე­ბი ად­გი­ლი, რაც არც ისე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა ფერ­დობ­ზე. სან­თე­ბე­ლა მხო­ლოდ მე აღ­მო­მაჩ­ნდა, რო­მე­ლიც თი­ლის­მა­სა­ვით და­მაქვს (დე­და­ჩე­მის ნა­ჩუ­ქა­რი). ცე­ცხლი და­ვან­თეთ ვე­ლო­სი­პე­დის კა­მე­რის დახ­მა­რე­ბით, რად­გან არა­ფერს ეკი­დე­ბო­და ცე­ცხლი.

ღამე
სა­შინ­ლად ცივა, ყვე­ლა­ნი სტრეს­ში ვართ, უკაც­რი­ე­ლი ად­გი­ლია, ჩი­რებ­ზე და სნი­კერ­სებ­ზე ვართ მხო­ლოდ, საჭ­მე­ლი ერთი ბუ­ტერბრო­ტი დაგ­ვრჩა, ტერ­ფე­ბი გვტკი­ვა სი­ა­რუ­ლის­გან, ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც გვა­წუ­ხებს კარ­ვის, სა­ძი­ლე ტომ­რის და პა­რა­ლო­ნის არ ქო­ნაა. ტე­ლე­ფო­ნი არ­სად იჭერს, ვე­რა­ვის შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ, სად ვართ, ერთი ადა­მი­ა­ნიც არ შეგ­ხვედ­რია გზა­ში. ნის­ლი ჩა­მოწ­ვა და ეტა­პობ­რი­ვად წვიმს, ცხო­ვე­ლის ხმაც კი არ გვეს­მის. გო­ნე­ბა­ში ქა­ო­სია, ყვე­ლა­ფერ­ზე ვფიქ­რობ...

დღე სა­ოც­რად და­ი­წყო და ვერც კი ვხვდე­ბი, რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი "აქ". კო­ცო­ნი მა­ლე­ვე ქვრე­ბა, რად­გან ხმე­ლი ტო­ტე­ბი დავ­წვით, მო­რე­ბი კი დამ­პა­ლია და არ იწ­ვის. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით შევ­ძე­ლი და­ძი­ნე­ბა მხო­ლოდ. გა­მოღ­ვი­ძე­ბა სიზ­მარს გავ­და, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, სად ვი­ყა­ვი.

ოთხშა­ბა­თი ღამე გა­და­ვი­ტა­ნეთ, ცე­ცხლმა გვიშ­ვე­ლა და იმ ერ­თმა სან­თე­ბე­ლამ, ახლა დროა დავ­სა­ხოთ ახა­ლი გეგ­მა, ნის­ლის გამო დღეც არა­ფე­რი ჩან­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­და­ი­ყა­რა და გა­მოჩ­ნდა რე­ლი­ე­ფი, ტყი­დან გაღ­წე­ვა გვინ­და, ყვე­ლა­ზე კარგ ვა­რი­ან­ტად მდი­ნა­რე გვეჩ­ვე­ნე­ბა, გა­დავ­წყვი­ტეთ ვე­ლო­ე­ბის ჩაყ­ვა­ნა მდი­ნა­რემ­დე და თუ გა­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და ვე­ლო­თი, დავ­ტო­ვებ­დით მდი­ნა­რეს­თან და ფე­ხით გა­ვი­დო­დით სამ­შვი­დო­ბოს, რად­გან ვე­ლო­ე­ბის თრე­ვა დიდი რის­კი იქ­ნე­ბო­და მში­ერ­ზე, გა­მო­უ­ძი­ნე­ბელ­ზე და დაღ­ლილ­ზე.

და­ვეშ­ვით ტყე­ში, მაგ­რამ მთა უფრო იწყებ­და დახ­რას და ფი­ზი­კუ­რად ვერ ჩა­ვი­დო­დით. გა­დავ­წყვი­ტეთ დრო­ნის აფ­რე­ნა ტყი­დან, რაც არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა ხშირ ტყე­ში. ვი­პო­ვეთ შე­და­რე­ბით ცა­რი­ე­ლი სივ­რცე, დრო­ნი ხე­ლით უნდა და­მე­ჭი­რა აფ­რე­ნა/დაჯ­დო­მი­სას, რად­გან სწო­რი ად­გი­ლი არ იყო. პირ­ვე­ლი აფ­რე­ნა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა, ხე­ებ­ში გა­ი­ჭე­და დრო­ნი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქვე­მოთ და შევ­ძე­ლით ჩა­მოხ­სნა, მე­ო­რე აფ­რე­ნამ გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ დრონ­მა ცუდი ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ტა­ნა, წინ უშ­ვე­ლე­ბე­ლი კლდეა...

ბევ­რი აღარ გვი­ფიქ­რია, ვე­ლო­ებს ვტო­ვებთ, თუმ­ცა და­თოს გამ­ძლე­ო­ბამ და ძა­ლამ შეძ­ლო ერთი ვე­ლოს წა­მო­ღე­ბა. ამა­სო­ბა­ში შუ­ა­დღეა, უამ­რა­ვი დრო დავ­კარ­გეთ ტყე­ში ბო­ბღვა­ში. კოშ­მარ სიზ­მარს გავს, რომ გარ­ბი­ხარ და ვერ გარ­ბი­ხარ, ჩვენ ტყი­დან გავ­დი­ო­დით და ვერ გავ­დი­ო­დით.

გა­უ­ვა­ლი ტყის და­სას­რუ­ლი

ვე­ლო­ე­ბის გა­რე­შე სი­ა­რულ­მა იმე­დი მოგ­ვცა, გა­დავ­წყვი­ტეთ, ავ­სუ­ლი­ყა­ვით ალ­პურ ზო­ნა­ში და ასეც მო­ვი­ქე­ცით, რო­გორც იქნა, გა­ვე­დით ტყი­დან და გა­და­ი­შა­ლა ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი, თუმ­ცა ხე­დებს არა­ვინ უყუ­რებ­და სი­ლა­მა­ზის გამო, ჩარ­თუ­ლია გა­დარ­ჩე­ნის რე­ჟი­მი, სულ მცი­რე ტერ­ფი სწო­რად დევს მი­წა­ზე დგო­მი­სას და გაშ­ლი­ლი სივ­რცეა. მდი­ნა­რის გა­დაღ­მა მთა­ზე ფერ­მა ჩანს. მა­ლე­ვე მწყემ­სე­ბიც გა­მოჩ­ნდენ ცხე­ნებ­თან ერ­თად. თუმ­ცა ძა­ლი­ან შორს არი­ან და ჩვე­ნი ხმა ვერ გა­ი­გეს. რომც გა­ე­გოთ ვე­რაფ­რით გვიშ­ვე­ლიდ­ნენ. თუმ­ცა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის და­ნახ­ვა ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ცი­აა.

გა­დავ­წყვი­ტეთ მთი­დან ჩას­ვლა ქვე­მოთ ხე­ვის­კენ, და­თომ იყო­ჩა­ღა და სა­ი­მე­დო გზა ნახა, მარ­ტი­ვად და­ვეშ­ვით, მა­ლე­ვე ადა­მი­ა­ნის გა­კე­თე­ბუ­ლი ბი­ლი­კი და­ვი­ნა­ხეთ, ეს უკვე გა­დარ­ჩე­ნა იყო, თუმ­ცა წინ გრძე­ლი გზა გვე­ლის, მდი­ნა­რემ­დე ჩა­ვე­დით, მდი­ნა­რეს კი ბი­ლი­კი გვერ­დზე მი­უყ­ვე­ბა, რაც კი­დევ უფრო იმე­დის მომ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა.

სო­ფე­ლი
მი­ვაღ­წი­ეთ სო­ფელს, სა­ით­კე­ნაც გეზი გვქონ­და და­სა­წყის­ში­ვე. თუმ­ცა სო­ფე­ლი უკაც­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ნა­სახ­ლა­რე­ბით. სა­მან­ქა­ნო გზამ­დე კი­დევ ბევ­რია სა­ვა­ლი, მაგ­რამ უნდა მი­ვი­დეთ, რომ და­რეკ­ვა შევ­ძლოთ, დათო წინ წა­ვი­და, რად­გან ვე­ლო­სი­პე­დით იყო, მე და პა­ა­ტა გა­ვუ­ყე­ვით ფე­ხით ბი­ლიკს, გზა­ში დაგ­ვა­ღამ­და, და­თომ მო­ა­ხერ­ხა ჩვენ­ზე 2 სა­ა­თით ადრე ჩას­ვლა იმ პუნ­ქტამ­დე, სა­დაც ტე­ლე­ფო­ნი იჭერს. ჩვენ კი მთვრა­ლე­ბი­ვით, ქან­ცგა­წყვე­ტი­ლე­ბი, ბოლო ენერ­გი­ით მი­ვა­ბი­ჯებ­დით მის­ტი­კურ ხე­ო­ბა­ში სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლიკ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ გა­მოჩ­ნდა სო­ფე­ლი, უკვე ვი­ცით რომ გა­დავ­რჩით, სო­ფელ­ში ტე­ლე­ფო­ნი არ იჭერ­და, სა­მა­გი­ე­როდ სა­მან­ქა­ნო გზა ამო­დი­ო­და. გზა­ზე გა­ვე­დით, ვე­ლო­დე­ბით მან­ქა­ნას, ძა­ლი­ან მალე გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი პი­კა­პი.

დახ­ვედ­რა
რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გვე­ძებ­და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი, პო­ლი­ცია, ოჯა­ხი, ყვე­ლა. გუ­შინ რო არ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, დღეს ვერ­ტფ­რე­ნი უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო სა­ძებ­ნე­ლად. სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი წა­მო­სუ­ლი იყო, თუმ­ცა, ნის­ლის გამო, ვერ გა­აგ­რძე­ლეს გზა. ჩვენ კი ენერ­გია გა­მოც­ლი­ლებ­მა მა­შინ­ვე ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა და­ვი­წყეთ, რო­გორც "თავ­გა­და­სა­ვა­ლის", მაგ­რამ ყვე­ლა ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია და მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ დავ­ბრუნ­დით ცო­ცხლე­ბი. ჩვენ­ზე მე­ტად ახ­ლობ­ლებ­მა ინერ­ვი­უ­ლეს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბა და პა­ნი­კა დაგვღუ­პავ­და იმ ტყე­ში და მხო­ლოდ ცივი გო­ნე­ბით ვმოქ­მე­დებ­დით.

ფო­ტო­ე­ბი
მცი­რე­დი პო­ზი­ტი­ვით და­ვას­რუ­ლებ წე­რას, უსა­ოც­რეს და ულა­მა­ზეს ად­გი­ლებ­ში ვი­ა­რეთ, ვცდი­ლობ­დი ბევ­რი გა­და­მე­ღო, თუმ­ცა მა­ლე­ვე აღარ მცხე­ლო­და ფო­ტო­ე­ბის­თვის. ასე თუ ისე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზი კად­რე­ბი შემ­რჩა.

დას­კვნა

დე­დას მად­ლო­ბა სან­თებ­ლის­თვის".
ირმა
26 ოქტომბერი 2020 00:52
ნაქები ფოტოები? ვერ გავიმეტეთ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები