"ბევ­რს აქვს გა­ჩხე­რი­ლი ყელ­ში ჩემი სა­მეგ­რე­ლო­ში ყოფ­ნა ვა­ტყობ" - რას პასუხობს გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას ბრალდებას? - კვირის პალიტრა

"ბევ­რს აქვს გა­ჩხე­რი­ლი ყელ­ში ჩემი სა­მეგ­რე­ლო­ში ყოფ­ნა ვა­ტყობ" - რას პასუხობს გიორგი გამსახურდია ნიკა გვარამიას ბრალდებას?

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ექსპრეზიდეტ ზვიად გამსახურდია ვაჟი გიორგი გამსახურდია, რომელიც სამეგრელოშია, "ავერბოვკებდა" ვინმე ბეჟან გვაზავას და აიძულებდა საკუთარ თავზე აეღო "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა.

"ბეჟან გვაზავა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ძალიან სამწუხაროდ ჩემთვის, გიორგი გამსახურდია "ავერბორკებდა", რომელიც ახლა არის სამეგრელოში. ბეჟან გვაზავაც ძველი ზვიადისტია და ის მიუგზავნეს, გვაზავამ უარი თქვა და მერე უკვე, რაც მოხდა ჩვენს ეთერში იქედან მიხვდა, რაც ხდებოდა მის თავს და თქვა, რომ სიკვდილს გადავარჩინეთ, იმიტომ რომ აიღებდა საკუთარ თავზე თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია, ყოველგვარი შეთანხმების დარღვევის გარეშე და იტყოდნენ, რომ აიყვანეს სპეცოპერაციის შდეგად ტერორისტი", - განაცხადა სპეციალურ ეთერში ნიკა გვარამიამ.

"ჩამოვდიოდი და მომავალშიც ჩამოვალ სამეგრელოში, ახლა რომ გაახსენდათ სამეგრელო ვიღაცეებს... ბევრს აქვს გაჩხერილი ყელში ჩემი სამეგრელოში ყოფნა ვატყობ. არავის ვუთანხმებ მე, გ. გამსახურდია, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ. სისხლიანი პუტჩისტებით სავსე სიას მიხედონ ურჩევნიათ მავანთ", - წერს გამსახურდია. (წყარო)