1872 ახალი ინფიცირებული და 603 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

1872 ახალი ინფიცირებული და 603 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, სტოპცოვ.გე-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.