ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 26-30 ოქტომბერს - კვირის პალიტრა

ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 26-30 ოქტომბერს

დასავლეთ საქართველოში 26-30 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, ჰაერის ტემპერატურა კი +25, +30 გრადუსი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 28 – 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

"31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

თბილისში 26-27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.