რუსთავში, 21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თბილისის ერთ-ერთი კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა, მოულოდნელად გარდაიცვალა.ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობართან იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად ეზოში გონება დაკარგა და სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები.გარდაცვალების მიზეზი უცნობია."ინტერპრესნიუსი"