რუსთავში, 21 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, მას კორონავირუსი დახლოებით სამი კვირის წინ დაუდასტურდა. 21 წლის ბიჭი თბილისში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.დაავადება უსიმპტომოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობდა და ის სასტუმროდან სახლში გუშინ დაბრუნდა.დღეს კი, მეგობრებთან ერთად, საერთო მეგობრის დასხმარებლად იმყოფებოდა. ბიჭები ეზოში იყვნენ და კარალიოკს კრეფდნენ. თვითმხილველები ambebi.ge-ს უყვებიან, რომ ბიჭს მოულოდნელად სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და ძირს დაეცა.გარშემომყოფებმა სასწრაფოში დარეკეს და ექიმის მოსვლამდე თავად ცდილობდნენ დახმარება გაეწიათ. ახალგაზრდა სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. ambebi.ge