"მოულოდნელად სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და ძირს დაეცა" - რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ 21 წლის ბიჭზე - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და ძირს დაეცა" - რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ 21 წლის ბიჭზე

რუსთავში, 21 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, მას კორონავირუსი დახლოებით სამი კვირის წინ დაუდასტურდა. 21 წლის ბიჭი თბილისში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.

დაავადება უსიმპტომოდ, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობდა და ის სასტუმროდან სახლში გუშინ დაბრუნდა.

დღეს კი, მეგობრებთან ერთად, საერთო მეგობრის დასხმარებლად იმყოფებოდა. ბიჭები ეზოში იყვნენ და კარალიოკს კრეფდნენ. თვითმხილველები ambebi.ge-ს უყვებიან, რომ ბიჭს მოულოდნელად სუნთქვის უკმარისობა დაეწყო და ძირს დაეცა.

გარშემომყოფებმა სასწრაფოში დარეკეს და ექიმის მოსვლამდე თავად ცდილობდნენ დახმარება გაეწიათ. ახალგაზრდა სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა.

ambebi.ge