"რუსთავში გარდაცვლილი მამაკაცი კოვიდგამოჯანმრთელებული იყო" - რა გახდა 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი?
26-10-2020
"რუსთავში გარდაცვლილი მამაკაცი კოვიდგამოჯანმრთელებული იყო" - რა გახდა 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი?
სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, ქალაქ რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა.

მისივე თქმით, მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.

"აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული, 3 ოქტომბერს იგი მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი "პისიარ" ტესტირება და დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდგომში კოვიდსასტუმროში მოხდა ექიმის მიერ მეთვალყურეობის გაგრძელება, პროტოკოლით განსაზღვრული ვადის შემდეგ მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს. აღნიშნული პირი
გამოჯანმრთელებული იყო და მისი დაკრძალვა არ მოხდება პროტოკოლის მიხედვით.

დღეს იგი გარდაცვლილი ნახეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ასრულედბდა სამუშაოებს, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ამ ეტაპზე მიიჩნევა გულის უეცარი გაჩერება. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა", განაცხადა გოგიტიძემ.

მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მხრიდან დაგვიანების ფაქტს ადგილი არ
ჰქონია.

"მინდა გითხრათ რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მხრიდან დაგვიანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, გამოძახების დაფიქსირებისთანავე 14:42 წუთზე მყისიერად მოხდა ეკიპაჟის გადაცემა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მყისიერად მოხდა ამ შემთხვევაზე რეაგირება. გულის უეცარი გაჩერება გულისხმობს გარდაცვალების დადგომას მყისიერად, შესაბამისად, ეკიპაჟს ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდა პაციენტი"-განაცხადა გოგიტიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავში 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, რომელმაც კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა.


"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები