"თანმხლებ დაავადებებს არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 32 წლის ქალზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
"თანმხლებ დაავადებებს არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 32 წლის ქალზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა
32 წლის თა­თია ხურ­ცი­ძე Covid-19-ის დი­აგ­ნო­ზით კლი­ნი­კა "ჯერ­არსში" გუ­შინ, დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. კლი­ნი­კა­ში Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს თან­მხლე­ბი და­ავ­დე­ბე­ბიც ჰქონ­და, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან ამას კავ­ში­რი არ აქვს.

"გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და პნევ­მო­ნია. მას ჰქონ­და თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც, მაგ­რამ ამას არ გა­მო­უწ­ვე­ვია მისი დამ­ძი­მე­ბა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სი გახ­და", - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა "ჯერ­არსში".

გარ­დაც­ვლი­ლი ქალი თა­თია ხურ­ცი­ძეა. იგი ქუ­თა­ის­ში ქმარ­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას
ეწე­ო­და. ფლობ­და სას­ტუმ­როს, სა­დაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სა­ვი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ყვე­ბა, რომ თა­თი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს ამის გამო საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და. გაგრძელება




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები