"თანმხლებ დაავადებებს არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 32 წლის ქალზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"თანმხლებ დაავადებებს არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 32 წლის ქალზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

32 წლის თათია ხურციძე Covid-19-ის დიაგნოზით კლინიკა "ჯერარსში" გუშინ, დილით გარდაიცვალა. კლინიკაში Ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავდებებიც ჰქონდა, თუმცა პაციენტის გარდაცვალებასთან ამას კავშირი არ აქვს.

"გარდაცვალების მიზეზი გახდა კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია. მას ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა", - აცხადებენ კლინიკა "ჯერარსში".

გარდაცვლილი ქალი თათია ხურციძეა. იგი ქუთაისში ქმართან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ფლობდა სასტუმროს, სადაც საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობდა. კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ნათესავი Ambebi.ge-სთან საუბარში ყვება, რომ თათიას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მის სიცოცხლეს ამის გამო საფრთხე არ ემუქრებოდა. გაგრძელება