"მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. მათი ინფორმაციით, ინფიცირებული 45 წლის ექიმი მკურნალობის კურსს თბილისში გადიოდა.

"პაციენტი ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.

"ინტერპრესნიუსი"