თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით 70 წლის ქალი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილია 70 წლის ქალი. ის კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.