"ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და კლი­ნი­კა­ში" - ქუთაისში 1 თვის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა - კვირის პალიტრა

"ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და კლი­ნი­კა­ში" - ქუთაისში 1 თვის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

1 თვის პაციენტმა ცოვიდ -19 დაამარცხა. ჩვილი ვირუსს ქუთაისში, კლინიკა "ლჯ და კომპანიაში" მკურნალობდა. როგორც AMBEBI.GE-ს კლინიკაში განუცხადეს, ჩვილს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

"ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა ჩვენს კლინიკაში. ჩვილს ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა. მისი მდგომარეობა არ იყო რთული თავიდანვე, ამიტომ მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე ჩაიარა და დღეს გავწერეთ. დაინფიცირდა ოჯახის წევრისგან" -განუცხადეს Ambebi.ge - კლინიკაში.

გამოჯანმრთელებული ჩვილი ფოტოებს კლინიკის ადმინისტრაცია აქვეყნებს.